https://sputnik-georgia.com/20251122/ragbi-saqartvelo-iaponiastan-damarcxda-295900730.html
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სერია იაპონიასთან შეხვედრით დაასრულა
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სერია იაპონიასთან შეხვედრით დაასრულა
Sputnik საქართველო
გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ რაგბის საერთაშორისო რეიტინგის მოწინავე 12 გუნდში დაიმკვიდრებდნენ ადგილს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ... 22.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-22T18:12+0400
2025-11-22T18:12+0400
2025-11-22T18:12+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_daa152c8a56f2254d162a3f8be30f261.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების დასკვნითი შეხვედრა იაპონიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 23:25 დამარცხდა.ამ შეხვედრას „ბორჯღალოსნებისთვის“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მოწინავე 12 გუნდს შორის შეინარჩუნებდა ადგილს და 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისთვის მეორე კალათაში მოხვდებოდა.შეხვედრაში ანგარიში თედო აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტმით გახსნა, მაგრამ იაპონელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი კარგად ისარგებლეს მოედნის ცენტრში ქართველების მიერ დაშვებული შეცდომით და ლელოს დადება მოახერხეს - პირველი ტაიმი სტუმრებმა ანგარიშით 16:6 მოიგეს.მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, ორი ლელოს დადება მოახერხა და შეხვედრის დარულებამდე სამი წუთით ადრე დაწინაურდა – 23:22. თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა – „ბორჯღალოსნები“ ე.წ. „გაწითლებულ დროში“ დაჯარიმდნენ, იაპონელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და საბოლოოდ 25:23 მოიგეს.შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი ვერ შეინარჩუნა და მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას მესამე კალათაში იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_106:0:1790:1263_1920x0_80_0_0_ea305377f340520d60b8dcc0a6417c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სერია იაპონიასთან შეხვედრით დაასრულა
გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ რაგბის საერთაშორისო რეიტინგის მოწინავე 12 გუნდში დაიმკვიდრებდნენ ადგილს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ მნიშვნელოვანი იქნებოდა.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების დასკვნითი შეხვედრა იაპონიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 23:25 დამარცხდა.
ამ შეხვედრას „ბორჯღალოსნებისთვის“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მოწინავე 12 გუნდს შორის შეინარჩუნებდა ადგილს და 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისთვის მეორე კალათაში მოხვდებოდა.
შეხვედრაში ანგარიში თედო აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტმით გახსნა, მაგრამ იაპონელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი კარგად ისარგებლეს მოედნის ცენტრში ქართველების მიერ დაშვებული შეცდომით და ლელოს დადება მოახერხეს - პირველი ტაიმი სტუმრებმა ანგარიშით 16:6 მოიგეს.
მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, ორი ლელოს დადება მოახერხა და შეხვედრის დარულებამდე სამი წუთით ადრე დაწინაურდა – 23:22. თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა – „ბორჯღალოსნები“ ე.წ. „გაწითლებულ დროში“ დაჯარიმდნენ, იაპონელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და საბოლოოდ 25:23 მოიგეს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი ვერ შეინარჩუნა და მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას მესამე კალათაში იქნება.