რაგბი: „ბორჯღალოსნები" იაპონიის გუნდს დაუპირისპირდებიან

© Сourtesy of Georgian Rugbyრაგბის ნაკრები
რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2025
გამოწერა
გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ რაგბის საერთაშორისო რეიტინგის მოწინავე 12 გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ მნიშვნელოვანი იქნება.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის ტესტმატჩების სერიის მესამე შეხვედრას იაპონიის ნაკრებთნ გამართავს, იუწყება პირველი არხი.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.
იაპონიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტია – გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ რაგბის საერთაშორისო რეიტინგის მოწინავე 12 გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ მნიშვნელოვანი იქნება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა იაპონიის ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასხელა.
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დემურ თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე.
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ირაკლი ჯალაღონია, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.
სათადარიგოები: 16. ნიკოლოზ სუთიძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. სანდრო მამამთავრიშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა მატკავა.
ყველა ახალი ამბავი
0