https://sputnik-georgia.com/20251122/kobaxidze-zogadi-ganatlebis-sistema-repormasp-sachiroebs-295900252.html
კობახიძე: საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს
კობახიძე: საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს განათლების სისტემის რეფორმას, რათა საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი მეტად გაიზარდოს. 22.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-22T19:00+0400
2025-11-22T19:00+0400
2025-11-22T19:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/96/236969616_0:135:3162:1914_1920x0_80_0_0_3803db7d1950fad8cc87a18b5404723d.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს დროში წარმოადგენს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც ამჟამად ცვლილებებს საჭიროებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან გაზიარებული ცოდნა ჯანსაღ ღირებულებებს ეფუძნებოდეს.„განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია. ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, სკოლებსაც. პირველ რიგში, სკოლის ასაკში იყალიბებს ბავშვი ღირებულებებს და ამიტომ სკოლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს", - აღნიშნა კობახიძემ.როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, განათლების რეფორმა სამ-ოთხ წელიწადში დასრულდება - ამ დროისთვის ახალი კონცეფცია, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ყველა ძირითადი კომპონენტით, სრულად იქნება რეალიზებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/96/236969616_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_739520d44fea3866a30fbbb75220b035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს
კობახიძის თქმით, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს განათლების სისტემის რეფორმას, რათა საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი მეტად გაიზარდოს.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს დროში წარმოადგენს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც ამჟამად ცვლილებებს საჭიროებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ.
„მანამდე წარვადგინეთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია, ახლა საუბარია უკვე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე, სადაც ბევრი რამ არის გადასახედი: ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამა, სახელმძღვანელოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა იქნება წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა იქნება წარმოდგენილი და აქაც აუცილებელია ღირებულებითი სისტემის თვისებრივი ცვლილებები, რათა არ მივიღოთ მომავალი თაობა ღირებულებების გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია PosTV-ის ეთერში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან გაზიარებული ცოდნა ჯანსაღ ღირებულებებს ეფუძნებოდეს.
„განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია. ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, სკოლებსაც. პირველ რიგში, სკოლის ასაკში იყალიბებს ბავშვი ღირებულებებს და ამიტომ სკოლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს", - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, განათლების რეფორმა სამ-ოთხ წელიწადში დასრულდება - ამ დროისთვის ახალი კონცეფცია, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ყველა ძირითადი კომპონენტით, სრულად იქნება რეალიზებული.