https://sputnik-georgia.com/20251121/wizz-air-------295886458.html
Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით თითქმის 9 მლნ მგზავრი გადაიყვანა. 21.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-21T18:39+0400
2025-11-21T18:39+0400
2025-11-21T18:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
სლოვაკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a00b4c85db9611c8bf1f26f09980686b.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან სლოვაკეთის დედაქალაქის, ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. Wizz Air 2026 წლის 12 იანვრიდან ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია, ფასი კი 99 ლარიდან იწყება. უწყების განცხადებით, ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. ამის გამო ახალმა მიმართულებამ ქართველი მოგზაურებისთვის შეიძლება დამატებითი კულტურული და ტურისტული შესაძლებლობები შექმნას — როგორც დასვენებისთვის, ისე მრავალმხრივი ევროპული აღმოჩენებისთვის. Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით. ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს 2012 წლიდან, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მლნ მგზავრი გადაიყვანა.
საქართველო
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_44254c94559e64241f6ac1fc64fa8eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, სლოვაკეთი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, სლოვაკეთი
Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით თითქმის 9 მლნ მგზავრი გადაიყვანა.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან სლოვაკეთის დედაქალაქის, ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
Wizz Air 2026 წლის 12 იანვრიდან ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
"ახალი მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად", - ნათქვამია განცხადებაში.
ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია, ფასი კი 99 ლარიდან იწყება.
უწყების განცხადებით, ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. ამის გამო ახალმა მიმართულებამ ქართველი მოგზაურებისთვის შეიძლება დამატებითი კულტურული და ტურისტული შესაძლებლობები შექმნას — როგორც დასვენებისთვის, ისე მრავალმხრივი ევროპული აღმოჩენებისთვის.
Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით. ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს
2012 წლიდან, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მლნ მგზავრი გადაიყვანა.