https://sputnik-georgia.com/20251121/ucxoetsi-myofi-saqartvelos-moqalaqeebis-saarcevno-ufleba-premieris-ganmarteba-295879976.html
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლება - პრემიერის განმარტება
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლება - პრემიერის განმარტება
Sputnik საქართველო
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. 21.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-21T11:29+0400
2025-11-21T11:29+0400
2025-11-21T11:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d077cb8496023e5c04b3eb23fa44335e.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგულაციები მიზნად ისახავს მხოლოდ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და მოქალაქეებისთვის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.„საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.პრემიერმა აღნიშნა, რომ აწონ-დაწონილი გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა არამხოლოდ გაფილტრულ ინფორმაციაზე, მედიიდან, სოცქსელებიდან და ახლობლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე, არამედ უშუალოდ შეეძლოს ქვეყანაში არსებული სიტუაციის აღქმა.„ერთადერთი ინფორმაციის წყარო, რომელიც არ ექვემდებარება გაფილტვრას, ეს არის შენი თვალით დანახული გარემო. საბოლოო ჯამში, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ადამიანს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფილტრული ინფორმაციის მიღმა იღებს გაუფილტრავ ინფორმაციასაც, თავად ეცნობა იმ გარემოს, რაც არის შექმნილი ქვეყანაში და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის თაობაზე“, - განაცხადა მან.კობახიძის თქმით, დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. სტატისტიკურად, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 35 ათასზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც, პრემიერის თქმით, ნათლად აჩვენებს, რომ „გადაწყვეტილება არის დაცლილი ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან“.მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს მსგავსი მიდგომების მართლზომიერებას და „აქედან გამომდინარე, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე ზოგადად რაციონალიზმის კუთხით, ამ გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი ნაკლი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2bae54dc211c493f904c12d2004a20e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლება - პრემიერის განმარტება
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგულაციები მიზნად ისახავს მხოლოდ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და მოქალაქეებისთვის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
„როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა იურისდიქციაში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, ამ დროს ამომრჩეველი, როდესაც ის აკეთებს არჩევანს, მხოლოდ საკუთარ იურისდიქციას უნდა ექვემდებარებოდეს და საკუთარი იურისდიქციის გავლენის ქვეშ უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, იყოს დაცული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ აწონ-დაწონილი გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა არამხოლოდ გაფილტრულ ინფორმაციაზე, მედიიდან, სოცქსელებიდან და ახლობლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე, არამედ უშუალოდ შეეძლოს ქვეყანაში არსებული სიტუაციის აღქმა.
„ერთადერთი ინფორმაციის წყარო, რომელიც არ ექვემდებარება გაფილტვრას, ეს არის შენი თვალით დანახული გარემო. საბოლოო ჯამში, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ადამიანს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფილტრული ინფორმაციის მიღმა იღებს გაუფილტრავ ინფორმაციასაც, თავად ეცნობა იმ გარემოს, რაც არის შექმნილი ქვეყანაში და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის თაობაზე“, - განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. სტატისტიკურად, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 35 ათასზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც, პრემიერის თქმით, ნათლად აჩვენებს, რომ „გადაწყვეტილება არის დაცლილი ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან“.
„აქ გვამოძრავებს სუფთა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს მსგავსი მიდგომების მართლზომიერებას და „აქედან გამომდინარე, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე ზოგადად რაციონალიზმის კუთხით, ამ გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი ნაკლი“.