https://sputnik-georgia.com/20251121/raze-miires-grantebi-arasamtavrobo-organizaciebma-axali-kanonis-pirveli-sedegebi-295880136.html
რისთვის მიიღეს გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ახალი კანონის პირველი შედეგები
რისთვის მიიღეს გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ახალი კანონის პირველი შედეგები
Sputnik საქართველო
პრიორიტეტი იყო პროექტის იდეის აქტუალურობა და რეალიზაციის გზები, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა 21.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-21T12:12+0400
2025-11-21T12:12+0400
2025-11-21T12:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823362_0:11:3078:1742_1920x0_80_0_0_3439db84f76f58bc69c1cbf5f9e329b0.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. 247 ორგანიზაციიდან 17-მა 100.000 ლარამდე გრანტი მიიღო, განაცხადა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ.2025 წლიდან სახელმწიფო იწყებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამას საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტებით.„სამოქალაქო ინიციატივებმა მიიღეს სახელმწიფო გრანტი 1 657 775 ლარის ოდენობით. თითოეული საგრანტო განაცხადი დაფინანსდა 100 000 ლარამდე და მოიცავს სამიდან 12 თვემდე განხორციელების პერიოდს“, - თქვა ზოდელავამ.მისი თქმით, პრიორიტეტი იყო პროექტის იდეის აქტუალურობა და რეალიზაციის გზები.„ამ ერთობლიობით, საბჭომ სიღრმისეულად შეისწავლა თითოეული საგრანტო განაცხადი და 60-მა დააკმაყოფილა 70 ქულა, ხოლო 70 ქულაზე ზემოთ საუკეთესო 17, კენჭისყრის საფუძველზე, დაფინანსდა სახელმწიფო გრანტით. 346 განაცხადიდან, სააგენტოს კომპრომისული მიდგომით, 248 გადაეცა საბჭოს და ეს იყო მართლა იდეათა კონკურსი. შესაბამისად, ამ დიდი რაოდენობიდან შეძლო საბჭომ, საუკეთესო 60 გამოევლინა, რომელიც აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.მისი თქმით, გრანტების ძირითადი ნაწილი ეხება მუშაობას იმ რეგიონებსა და სფეროებში, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამები არ ფარავს.ამ პროგრამებს შორისაა აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდების დასაქმების ცენტრი, გრანტი, რომელიც დემენციასთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის შემუშავებას მოხმარდება.ზოდელავას თქმით, სააგენტო განახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს როგორც შინაარსობრივი, ისე ხარჯვითი ნაწილის კუთხით.საგრანტო განაცხადი ან პროექტი უნდა შეიცავდეს: სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და მიზნად ისახავს ეროვნული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე გავლენის მოხდენას.საჯარო კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823362_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_da4107553c599717aced7cf59bb0f146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
რისთვის მიიღეს გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ახალი კანონის პირველი შედეგები
პრიორიტეტი იყო პროექტის იდეის აქტუალურობა და რეალიზაციის გზები, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. 247 ორგანიზაციიდან 17-მა 100.000 ლარამდე გრანტი მიიღო, განაცხადა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ.
2025 წლიდან სახელმწიფო იწყებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამას საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტებით.
„სამოქალაქო ინიციატივებმა მიიღეს სახელმწიფო გრანტი 1 657 775 ლარის ოდენობით. თითოეული საგრანტო განაცხადი დაფინანსდა 100 000 ლარამდე და მოიცავს სამიდან 12 თვემდე განხორციელების პერიოდს“, - თქვა ზოდელავამ.
მისი თქმით, პრიორიტეტი იყო პროექტის იდეის აქტუალურობა და რეალიზაციის გზები.
„ამ ერთობლიობით, საბჭომ სიღრმისეულად შეისწავლა თითოეული საგრანტო განაცხადი და 60-მა დააკმაყოფილა 70 ქულა, ხოლო 70 ქულაზე ზემოთ საუკეთესო 17, კენჭისყრის საფუძველზე, დაფინანსდა სახელმწიფო გრანტით. 346 განაცხადიდან, სააგენტოს კომპრომისული მიდგომით, 248 გადაეცა საბჭოს და ეს იყო მართლა იდეათა კონკურსი. შესაბამისად, ამ დიდი რაოდენობიდან შეძლო საბჭომ, საუკეთესო 60 გამოევლინა, რომელიც აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.
მისი თქმით, გრანტების ძირითადი ნაწილი ეხება მუშაობას იმ რეგიონებსა და სფეროებში, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამები არ ფარავს.
ამ პროგრამებს შორისაა აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდების დასაქმების ცენტრი, გრანტი, რომელიც დემენციასთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის შემუშავებას მოხმარდება.
ზოდელავას თქმით, სააგენტო განახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს როგორც შინაარსობრივი, ისე ხარჯვითი ნაწილის კუთხით.
საგრანტო განაცხადი ან პროექტი უნდა შეიცავდეს: სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და მიზნად ისახავს ეროვნული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე გავლენის მოხდენას.
საჯარო კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ.