https://sputnik-georgia.com/20251121/nariskini-specialuri-samxedro-operacia-nacizmtan-brzolasi-rusetis-ertgulebas-dasturebs-295888134.html
ნარიშკინი: სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნაციზმთან ბრძოლაში რუსეთის ერთგულებას ადასტურებს
ნარიშკინი: სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნაციზმთან ბრძოლაში რუსეთის ერთგულებას ადასტურებს
Sputnik საქართველო
რუსეთი, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრე, პასუხისმგებელია ნიურნბერგის სასამართლო პროცესების დასკვნების უცვლელობასა და აქტუალიზაციაზე, მიაჩნია... 21.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-21T19:01+0400
2025-11-21T19:01+0400
2025-11-21T19:01+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290247047_0:174:3024:1875_1920x0_80_0_0_a2461bbcbd2f62a11834731d74eeea64.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა და რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარემ, სერგეი ნარიშკინმა, მოსკოვში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ განმათავისუფლებელი ოპერაციის ჩატარება წარმოაჩენს რუსეთის ერთგულებას ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იტყობინება „რია ნოვოსტი“.მოსკოვში მიმდინარეობს საერთაშორისო-პრაქტიკული ფორუმი „ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ნიურნბერგი. 80 წელი“. ფორუმი მიეძღვნა მთავარ ნაცისტ დამნაშავეებზე საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის დაწყების 80 წლის იუბილეს.„ფაშიზმისა და ნაციზმის გამოვლინებების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად არის განსაზღვრული. სპეციალური სამხედრო ოპერაციის - განმათავისუფლებელი ოპერაციის - ჩატარება ამ კურსისადმი ჩვენი თანმიმდევრული ერთგულების დასტურია“, - განაცხადა ნარიშკინმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ფორუმზე „ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ნიურნბერგი. 80 წელი“.მისი თქმით, რუსეთი, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრე, პასუხისმგებელია ნიურნბერგის სასამართლო პროცესების დასკვნების უცვლელობასა და აქტუალიზაციაზე.„სამწუხაროდ, ნეონაციზმის საფრთხე კვლავ არსებობს და ჩვენ ვხედავთ ნაციზმის საშიშ მეტასტაზებს უკრაინასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ნარიშკინმა.ნიურნბერგის სასამართლო პროცესი, რომელიც 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდა, ნაცისტური გერმანიის ლიდერების სასამართლო პროცესი იყო, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ომისშემდგომ საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290247047_147:0:2878:2048_1920x0_80_0_0_718c89f82ae3bd7779e20696d31ec18f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
ნარიშკინი: სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნაციზმთან ბრძოლაში რუსეთის ერთგულებას ადასტურებს
რუსეთი, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრე, პასუხისმგებელია ნიურნბერგის სასამართლო პროცესების დასკვნების უცვლელობასა და აქტუალიზაციაზე, მიაჩნია ნარიშკინს
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა და რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარემ, სერგეი ნარიშკინმა, მოსკოვში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ განმათავისუფლებელი ოპერაციის ჩატარება წარმოაჩენს რუსეთის ერთგულებას ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
მოსკოვში მიმდინარეობს საერთაშორისო-პრაქტიკული ფორუმი „ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ნიურნბერგი. 80 წელი“. ფორუმი მიეძღვნა მთავარ ნაცისტ დამნაშავეებზე საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის დაწყების 80 წლის იუბილეს.
„ფაშიზმისა და ნაციზმის გამოვლინებების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად არის განსაზღვრული. სპეციალური სამხედრო ოპერაციის - განმათავისუფლებელი ოპერაციის - ჩატარება ამ კურსისადმი ჩვენი თანმიმდევრული ერთგულების დასტურია“, - განაცხადა ნარიშკინმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ფორუმზე „ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ნიურნბერგი. 80 წელი“.
მისი თქმით, რუსეთი, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრე, პასუხისმგებელია ნიურნბერგის სასამართლო პროცესების დასკვნების უცვლელობასა და აქტუალიზაციაზე.
„სამწუხაროდ, ნეონაციზმის საფრთხე კვლავ არსებობს და ჩვენ ვხედავთ ნაციზმის საშიშ მეტასტაზებს უკრაინასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ნარიშკინმა.
ნიურნბერგის სასამართლო პროცესი, რომელიც 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდა, ნაცისტური გერმანიის ლიდერების სასამართლო პროცესი იყო, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ომისშემდგომ საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში.