https://sputnik-georgia.com/20251121/komunikaciebis-komisiam-telekompaniebi-imedi-da-rustavi2-daajarima-295886048.html
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები „იმედი" და „რუსთავი2" დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები „იმედი" და „რუსთავი2" დააჯარიმა
Sputnik საქართველო
უწყების ინფორმაციით, სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა. 21.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-21T17:58+0400
2025-11-21T17:58+0400
2025-11-21T17:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24575/77/245757728_0:81:3000:1769_1920x0_80_0_0_fbd390bb7f897f287f3ffcb00a3238f9.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ეთერში პროდუქტის განთავსებისა და სპონსორობის წესების დარღვევისთვის ტელეკომპანიებია "იმედი" და "რუსთავი 2" დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ტელეიმედი" 20 ათასი ლარით, ხოლო "რუსთავი 2" (მედია ჰოლდინგი) – 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. უწყების ცნობით, მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ "ტელეიმედისა" და "რუსთავი 2"-ის ეთერში სარეკლამო კომუნიკაციები, მათ შორის, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა კანონით დადგენილი წესების დარღვევით განთავსდა. ასევე ორივე მაუწყებლის ეთერში რეკლამა ყოველგვარი იდენტიფიცირებისა და გამიჯვნის გარეშე განათავსეს. გარდა ამისა, "რუსთავი 2" -ის შემთხვევაში დარღვეულია სპონსორზე მითითების წესებიც, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, რაც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. უწყების ინფორმაციით, სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. "აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს", - ნათქვამია განცხადებაში. რადგან "ტელეიმედს" და "რუსთავი 2"-ს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება და 2,5 ათას ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული აქვთ, კანონის შესაბამისად დენადი ხასიათის კანონდარღვევისთვის ComCom-მა "ტელეიმედს" 20 ათას ლარიანი, ხოლო "რუსთავი 2"-ს 10 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24575/77/245757728_268:0:2733:1849_1920x0_80_0_0_791e6ada5ccfb61d49027dc828e7890d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები „იმედი" და „რუსთავი2" დააჯარიმა
უწყების ინფორმაციით, სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ეთერში პროდუქტის განთავსებისა და სპონსორობის წესების დარღვევისთვის ტელეკომპანიებია "იმედი" და "რუსთავი 2" დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ტელეიმედი" 20 ათასი ლარით, ხოლო "რუსთავი 2" (მედია ჰოლდინგი) – 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.
უწყების ცნობით, მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ "ტელეიმედისა" და "რუსთავი 2"-ის ეთერში სარეკლამო კომუნიკაციები, მათ შორის, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა კანონით დადგენილი წესების დარღვევით განთავსდა.
ასევე ორივე მაუწყებლის ეთერში რეკლამა ყოველგვარი იდენტიფიცირებისა და გამიჯვნის გარეშე განათავსეს.
გარდა ამისა, "რუსთავი 2" -ის შემთხვევაში დარღვეულია სპონსორზე მითითების წესებიც, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, რაც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
უწყების ინფორმაციით, სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს.
"აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს", - ნათქვამია განცხადებაში.
რადგან "ტელეიმედს" და "რუსთავი 2"-ს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება და 2,5 ათას ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული აქვთ, კანონის შესაბამისად დენადი ხასიათის კანონდარღვევისთვის ComCom-მა "ტელეიმედს" 20 ათას ლარიანი, ხოლო "რუსთავი 2"-ს 10 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.