https://sputnik-georgia.com/20251121/gldansi-ukanono-mseneblobis-faqtebi-gamovlinda-295888851.html
გლდანში უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოვლინდა
გლდანში უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ინსპექციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნულ ნაგებობეში არავინ ცხოვრობს და ტერიტორიაზე დაუსრულებელი მშენებლობაა 21.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-21T21:55+0400
2025-11-21T21:55+0400
2025-11-21T21:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264363018_5:0:1644:922_1920x0_80_0_0_f0f48704212ff72316a35cf6b8f079c2.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში უკანონო მშენებლობების პროცესი და საწყის ეტაპზე 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების მცდელობა გამოავლინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და ატარებს რეკრეაციული ზონის სტატუსს, თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი იმყოფებოდა.სამსახურის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, 10 კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში.მისივე განმარტებით, სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო განაშენიანების მოწყობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რაც დაუშვებელია.„დაუშვებელია, კონკრეტული კერძო პირების და ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება და თბილისის რეკრეაციულ სივრცეებში უკანონო განაშენიანების მოწყობა“, - აღნიშნა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.ჩიქოვანის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ოპერატიულად, პროცესის დასაწყისშივე მოახდინა კანონდარღვევის გამოვლენა და შემდგომი ქმედებებიც ღიად, კანონის ფარგლებში განხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264363018_210:0:1439:922_1920x0_80_0_0_5e80b5444be9c04ece072a1441b46a44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
გლდანში უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოვლინდა
ინსპექციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნულ ნაგებობეში არავინ ცხოვრობს და ტერიტორიაზე დაუსრულებელი მშენებლობაა
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში უკანონო მშენებლობების პროცესი და საწყის ეტაპზე 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების მცდელობა გამოავლინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და ატარებს რეკრეაციული ზონის სტატუსს, თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი იმყოფებოდა.
სამსახურის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, 10 კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში.
„პირველ ეტაპზე უკანონო მშენებლობის მწარმოებელი პირების გაფრთხილება ხდება და ვაძლევთ ვადას, რომ თავადვე უზრუნველყონ დემონტაჟი. მსგავსი ტიპის სამართალდარღვევების პრევენციისთვის გვსურს, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად, სრულიად გამჭვირვალე იყოს ჩვენი ღონისძიებები და გაჩვენოთ, რა სიტუაციაა ადგილზე, რა ტერიტორიების მიტაცება ხდება და რა ეტაპზეა მიმდინარე უკანონო მშენებლობები. აქ არც ადამიანები ცხოვრობენ და არც დასრულებული შენობებია“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო განაშენიანების მოწყობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რაც დაუშვებელია.
„დაუშვებელია, კონკრეტული კერძო პირების და ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება და თბილისის რეკრეაციულ სივრცეებში უკანონო განაშენიანების მოწყობა“, - აღნიშნა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.
ჩიქოვანის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ოპერატიულად, პროცესის დასაწყისშივე მოახდინა კანონდარღვევის გამოვლენა და შემდგომი ქმედებებიც ღიად, კანონის ფარგლებში განხორციელდება.