https://sputnik-georgia.com/20251120/salva-papuasvili-somxetis-prezidents-sexvda-ra-ganixiles-mxareebma-295873700.html
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს 19 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია 20.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-20T18:17+0400
2025-11-20T18:17+0400
2025-11-20T18:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/03/264935847_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_3aa451f03b17750b0e223f54d55e38bc.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს 19 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია - ხაჩატურიანმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან გამართა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა შედგა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ურთიერთობების, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიტიური დინამიკის ფონზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების სიხშირეს, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულ მეგობრობას ადასტურებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა მომავალ თაობებს გადაეცეს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას, ასევე, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში დადებით დინამიკას. მხარეებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, სადაც სამივე ქვეყანა ერთიანია და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, მეტად მიმზიდველი იქნება და მრავალ ეკონომიკურ შესაძლებლობას მოიტანს. უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, განიხილეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან და ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის მნიშვნელობას მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით. საქართველო და სომხეთი საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. 2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ. 2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/03/264935847_0:0:1420:1065_1920x0_80_0_0_b9ab43c66270e7b1a1405f5a2475f7c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს 19 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს 19 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია - ხაჩატურიანმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან გამართა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა შედგა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ურთიერთობების, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიტიური დინამიკის ფონზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების სიხშირეს, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულ მეგობრობას ადასტურებს.
"შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ცვალებად სამყაროში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არაერთი გამოწვევის წინაშეა, საქართველო და სომხეთი მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.
სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა მომავალ თაობებს გადაეცეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას, ასევე, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში დადებით დინამიკას. მხარეებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, სადაც სამივე ქვეყანა ერთიანია და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, მეტად მიმზიდველი იქნება და მრავალ ეკონომიკურ შესაძლებლობას მოიტანს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, განიხილეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან და ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის მნიშვნელობას მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.