მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: უკრაინის საკითხზე შტატებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2025
გამოწერა
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი და აშშ არ აწარმოებენ კონსულტაციებს უკრაინის საკითხზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.
„არა, აშშ და რუსეთი კონსულტაციებს, როგორც ასეთს, უკრაინის საკითხზე არ აწარმოებენ. თუმცა კონტაქტები, რა თქმა უნდა არის“, — აღნიშნა მან შესაბამის კითხვაზე პასუხად.
პესკოვის განმარტებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ტრამპისა და პუტინის ალასკაზე შეხვედრის მომენტიდან დღემდე ამ საკითხში არანაირი ნოვაცია არ ყოფილა.
ამასთან კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცის იმის შესახებ, აპირებენ თუ არა კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი გენერლები რუსულ მხარესთან შეხვედრას.
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2025
მსოფლიო დღეს
Telegraph: აშშ-ის გეგმით, უკრაინამ რუსეთს დონბასი იჯარით უნდა გადასცეს
მანამდე მსოფლიო მედია წერდა, რომ ვაშინგტონი ფარულ კონსულტაციებს ატარებს მოსკოვთან ახალი სამშვიდობო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც 28 პუნქტისგან შედგება და ოთხ კატეგორიადაა დაყოფილი. აქედან ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, როგორც მედია აცხადებს, უკრაინამ რუსეთს დონბასი იჯარით უნდა გადასცეს — ამ დროისათვის დაუზუსტებელი თანხის სანაცვლოდ. ანუ, კიევი შეინარჩუნებს დონბასზე საკუთრების იურიდიულ უფლებას, დე ფაქტო კი მას მოსკოვი მართავს.
ყველა ახალი ამბავი
0