https://sputnik-georgia.com/20251120/arcevnebi-referendumi-da-plebisciti-saqartvelos-saxelmwifo-sazrvrebsi-catardeba-295870165.html
არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩატარდება
არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩატარდება
Sputnik საქართველო
უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით... 20.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-20T15:37+0400
2025-11-20T15:37+0400
2025-11-20T15:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573948_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_9a564bc8dcaf814f9a939e54c193acd4.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ახალი რედაქციის "საარჩევნო კოდექსით", არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება. ახალი რედაქციის "საარჩევნო კოდექსი" პარლამენტში 17 ნოემბერს დაინიცირდა. ის მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა წარადგინეს. "საარჩევნო კოდექსის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. ცვლილებებით, არჩევნებისა და პლებისციტის შემთხვევაშიც, მიეთითება, რომ ის "საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში" უნდა ჩატარდეს. კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, რომელიც იმართება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად". მოქმედი საარჩევნო კანონით, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573948_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_b63741faf3bf44ed71ce18e9bca0d5d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩატარდება
უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ახალი რედაქციის "საარჩევნო კოდექსით", არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება.
ახალი რედაქციის "საარჩევნო კოდექსი" პარლამენტში 17 ნოემბერს დაინიცირდა. ის მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა წარადგინეს.
"საარჩევნო კოდექსის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
ცვლილებებით, არჩევნებისა და პლებისციტის შემთხვევაშიც, მიეთითება, რომ ის "საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში" უნდა ჩატარდეს.
კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, რომელიც იმართება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად".
მოქმედი საარჩევნო კანონით, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება.