ვისთვის იხურება საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus+

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქართველოს დროშები საქართველოს დედაქალაქის ცენტრში
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები საქართველოს დედაქალაქის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2025
გამოწერა
Erasmus+ – ეს არის ევროკავშირის არაკომერციული პროგრამა, რომელიც უცხოელებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია ან ისწავლონ ევროპის უნივერსიტეტებში.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის პროგრამა Erasmus+, რომელიც ევროპაში განათლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საქართველოს ხელისუფლებისთვის იხურება, ნათქვამია პროგრამის 2026 წლის გზამკვლევში.
„პროგრამიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარება — რაც გულისხმობს ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ ორგანოებს, სააგენტოებსა და სახელმწიფო საწარმოებს — აღარ ჩაითვლება კავშირის ინტერესად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება აღარ იქნება უფლებამოსილი ამ გზამკვლევში მოცემული არცერთი ღონისძიების ფარგლებში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, Erasmus+-ის პროგრამა სტუდენტებისა და პროფესორებისთვის ხელმისაწვდომი რჩება.
„ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად. შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
Erasmus+ – ევროკავშირის არაკომერციული პროგრამაა, რომელიც სხვა მონაწილე ქვეყნებში სტუდენტებსა და ლექტორებს სწავლის, სტაჟირების ან სწავლების საშუალებას აძლევს.
პროგრამა ასევე მოიცავს Erasmus Mundus-ის სტიპენდიებს მაგისტრანტებისთვის, რომლებისაც სხვადასხვა ქვეყნის ორიდან ოთხამდე უნივერსიტეტში სწავლა და ერთობლივი დიპლომის აღება შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0