https://sputnik-georgia.com/20251119/tbilisis-centrshi-transportis-mozraoba-izgudeba-295863248.html
თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
Sputnik საქართველო
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. 19.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-19T22:00+0400
2025-11-19T22:00+0400
2025-11-19T22:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272846212_0:80:3358:1969_1920x0_80_0_0_5f282ffcda73a39778a3436f340d0555.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება მოძრაობა.უწყების ცნობით, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება 20 ნოემბრის 24:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე კი საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება თბილისის საკონცერტო დარბაზიდან (ფილარმონია) მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.თბილისის ხელისუფლება „ახალი წლის ქალაქის“ მოწყობაზე, ილუმინაციაებსა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტზე 8,3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.წელს „საახალწლო ქალაქი“ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება - ცენტრალური ნაძვისხე 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272846212_314:0:3045:2048_1920x0_80_0_0_7f39bf64c62a8b3e1e7eb8c8b5259f34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება მოძრაობა.
უწყების ცნობით, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება 20 ნოემბრის 24:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე კი საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება თბილისის საკონცერტო დარბაზიდან (ფილარმონია) მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.
შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
თბილისის ხელისუფლება „ახალი წლის ქალაქის“ მოწყობაზე, ილუმინაციაებსა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტზე 8,3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
წელს „საახალწლო ქალაქი“ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება - ცენტრალური ნაძვისხე 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.