საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanვაჰაგნ ხაჩატურიანი
ვაჰაგნ ხაჩატურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2025
გამოწერა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი და მიხეილ ყაველაშვილი მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0