https://sputnik-georgia.com/20251119/saqartvelos-nakrebi-bulgarettan-damarcxda-295850967.html
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბულგარეთთან მატჩით დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბულგარეთთან მატჩით დაასრულა
Sputnik საქართველო
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, 19.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-19T10:24+0400
2025-11-19T10:24+0400
2025-11-19T10:24+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290842042_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_abfff854844223b420f1d9c6bd780f3b.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო, მეექვსე მატჩი ბულგარეთში, „ლევსკის“ სტადიონზე გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბულგარელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, გაცილებით სახიფათო შეტევებს ბულგარელები ახორციელებდნენ.მე-10 წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიში რუსევმა გახსნა. 24-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს და ამჯერად კრასტევმა გაიტანა. „ჯვაროსნებმა“ მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს – 88-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში ქართველების დიდი მცდელობის მიუხედავად გოლი აღარ გასულა და ბულგარეთმა 2:1 გაიმარჯვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, ბულგარეთი - მეოთხე ადგილზეა. პირველი ადგილი და მუნდიალის საგზური ესპანეთმა მიიღო, რომელმაც თურქეთთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა. რაც შეეხება მეორეადგილოსან თურქეთს, იგი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფს ითამაშებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290842042_43:0:1275:924_1920x0_80_0_0_53e34ae78ba0d1abf9c4a0e96f3fa7c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბულგარეთთან მატჩით დაასრულა
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა,
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო, მეექვსე მატჩი ბულგარეთში, „ლევსკის“ სტადიონზე გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბულგარელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, გაცილებით სახიფათო შეტევებს ბულგარელები ახორციელებდნენ.
მე-10 წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიში რუსევმა გახსნა. 24-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს და ამჯერად კრასტევმა გაიტანა.
„ჯვაროსნებმა“ მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს – 88-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში ქართველების დიდი მცდელობის მიუხედავად გოლი აღარ გასულა და ბულგარეთმა 2:1 გაიმარჯვა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, ბულგარეთი - მეოთხე ადგილზეა. პირველი ადგილი და მუნდიალის საგზური ესპანეთმა მიიღო, რომელმაც თურქეთთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა. რაც შეეხება მეორეადგილოსან თურქეთს, იგი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფს ითამაშებს.