მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის პატრიარქი: ვლოცულობთ ომის მალე დამთავრებისთვის

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2025
გამოწერა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინასთან ომის მალე დამთავრებისთვის ლოცულობს, წერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის თაობაზე რუსმა პატრიარქმა რუსეთის მსოფლიო სახალხო კრებაზე (собор) განაცხადა.
„ვუსურვებ რა გამარჯვებას ჩვენს არმიას, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვლოცულობთ უკრაინაში ომის მალე დამთავრებისთვის. ჩვენ ვღელავთ ჩვენი ძმებისა და დების ბედზე ფრონტის ორთავე მხარეს“, — აღნიშნა მან.
რუსეთის მსოფლიო სახალხო კრება წელს მეჩვიდმეტედ იმართება 18-19 ნოემბერს. ეს არის რუსეთის საზოგადოებრივი ფორუმი, რომელიც თითქმის ყოველწლიურად ტარდება 1993 წლიდან. კრების პირველი ხელმძღვანელი იყო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსეი II. წელს კრების თემაა „გამარჯვების 80 წლისთავი. სამშობლოს მცველები: სამხედრო და სულიერი ღვაწლი".
ყველა ახალი ამბავი
0