https://sputnik-georgia.com/20251119/ramdeni-gadmoricxes-migrantebma-saqartveloshi-295826723.html
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს. 19.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-19T10:56+0400
2025-11-19T10:56+0400
2025-11-19T10:56+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7,1%-ით გაიზარდა და 3.010,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.2025 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 385,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 20,8%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ოქტომბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდა.ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის აოქტომბერში 13,4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 318,7 მლნ დოლარი შეადგინა.2025 წლის ოქტომბერში რუსეთიდან 41,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 13%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,2%-ით მეტია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,5%-ით მეტია.2025 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთში 342,6 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით10,6%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7,1%-ით გაიზარდა და 3.010,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2025 წლის იანვარი–ოქტომბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 560,8 | 20,4 |
იტალია | 512,1 | 9,0 |
რუსეთი | 385,7 | -20,8 |
გერმანია | 261,2 | 18,5 |
საბერძნეთი | 241,3 | 11,0 |
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 385,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 20,8%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ოქტომბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდა.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის აოქტომბერში 13,4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 318,7 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წლის ოქტომბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 59,3 | 16,5 |
იტალია | 53,2 | 12,4 |
რუსეთი | 41,3 | 20,2 |
გერმანია | 29,6 | 20,7 |
საბერძნეთი | 25,8 | 13,4 |
2025 წლის ოქტომბერში რუსეთიდან 41,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 13%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,2%-ით მეტია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,5%-ით მეტია.
2025 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთში 342,6 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით10,6%-ით მეტია.