28 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2025
გამოწერა
გიგა ავალიანს მძიმე დაზიანებები მიაყენეს, იგი რამდენიმე დღე კომაში იყო და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი ახალგაზრდა, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1-ელ ოქტომბერს თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მასწავლებელს თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს, ის რამდენიმე დღე კომაში იყო. ექიმებმა გიგა ავალიანის გადარჩენა ვერ შეძლეს და იგი 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავალიანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში რამდენიმე არასრულწლოვანი, მათ შორის 16 წლის გოგონა მონაწილეობდა, რომელმაც შეყვარებული თავის მასწავლებელზე აეჭვიანა. მოზარდები ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდნენ.
28 წლის მასწავლიებლის მკვლელობის საქმე
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს არასრულწლოვანები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ზღვისუბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილი ავალიანს თავს დაესხა - შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რაც მისმა თანმხლებმა გიორგი რიკაძემ ტელეფონით გადაიღო. ავალიანმა გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ფაქტიდან 23 დღის შემდეგ, 2025 წლის 24 ოქტომბერს გიგა ავალიანი მიღებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.
ალექსანდრე გაბაშვილს ბრალდება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს წარდგენილი, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული), რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0