სომხეთის პრეზიდენტი საქართველოშია: რაზე იმსჯელეს ორი ქვეყნი პრეზიდენტებმა?

© Courtesy of Mikheil Kavelashvili ვაჰაგნ ხაჩატურიანი და მიხეილ ყაველაშვილი
ვაჰაგნ ხაჩატურიანი და მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2025
გამოწერა
ყაველაშვილის თქმით, მსოფლიოში დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ორ ხალხს შორის კავშირების განვითარებას გააგრძელებენ.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები იყო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის თბილისში გამართული შეხვედრის თემა.
19 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია - ხაჩატურიანმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან გამართა.
„სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ორ ხალხს შორის კავშირების განვითარებას გააგრძელებენ.
„შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აღსანიშნავია, რომ გლობალურად დაძაბული ვითარების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუკუნოვან ისტორიასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები.
© Courtesy of Mikheil Kavelashvili ვაჰაგნ ხაჩატურიანის და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა
Встреча президента Грузии Михаила Кавелашвили и президента Армении Ваагна Хачатуряна в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2025
ვაჰაგნ ხაჩატურიანის და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა
სომხეთის პრეზიდენტის თქმით, თავის ქართველ კოლეგასთან მან ასევე განიხილა რეგიონული საკითხები და საქართველო ერევანში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
„სომხეთი აქტიურად ემზადება ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციისა (COP17) და ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით მასში საქართველოს მონაწილეობას“, - განაცხადა ხაჩატურიანმა.
პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, ასევე განსახორციელებელი პროექტი, სამხრეთ კავკასიას ლოჯისტიკურ ცენტრად გადააქცევს.
„კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, - აღნიშნა ხაჩატურიანმა.
პრესკონფერენციის დაწყებამდე, პრეზიდენტებმა დახურული შეხვედრა გამართეს, რათა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილათ.
© Courtesy of Mikheil Kavelashvili ვაჰაგნ ხაჩატურიანის და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა
Встреча президента Грузии Михаила Кавелашвили и президента Армении Ваагна Хачатуряна в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2025
ვაჰაგნ ხაჩატურიანის და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა
მხარეებმა ასევე იმსჯელეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის ფონზე.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0