საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2025
გამოწერა
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 27 მარტს საკუთარ მოედანზე ლატვიასთან გამართავს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანიას უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. მას საბერძნეთი, გერმანია და ჩრდილოეთ ირლანდია უსწრებენ.
ხუთი ქულის მქონე საქართველოს ნაკრებს სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად გერმანიასთან გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. თუმცა, მეტოქე გუნდის უპირატესობა თავიდანვე თვალსაჩინო იყო.
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 27 მარტს საკუთარ მოედანზე ლატვიასთან გამართავს.
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის პირველადგილოსნები ითამაშებენ. მეორე ადგილზე გასული ნაკრებები კი პლეი ოფს ითამაშებენ. მომდევნო მატჩებს საქართველო ნოემბერში საბერძნეთთან და გერმანიასთან გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0