https://sputnik-georgia.com/20251118/premieri-emigrantebma-xma-saqartvelsohi-unda-miscen-295839589.html
ემიგრანტებმა არჩევნეზე ხმა საქართველოში უნდა მისცენ - პრემიერის არგუმენტები
ემიგრანტებმა არჩევნეზე ხმა საქართველოში უნდა მისცენ - პრემიერის არგუმენტები
Sputnik საქართველო
სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების სიმრავლის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფალი იყოს უცხოური... 18.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-18T14:54+0400
2025-11-18T14:54+0400
2025-11-18T14:54+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d077cb8496023e5c04b3eb23fa44335e.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. არჩევნები უნდა ჩატარდეს იქ, სადაც სრულად მოქმედებს სახელმწიფოს იურისდიქცია, ამომრჩეველს კი უნდა ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ. როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთო ჯამში, საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია საქართველოში არჩევნების საბოლოო შედეგებზე. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველს, კობახიძის თქმით, იგი მიზნად ისახავს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას.ამ კონტექსტში კობახიძემ აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე კონკრეტული სახელმწიფოს იურისდიქციის გავლენის ქვეშაა, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან.მისი თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რათა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ნებისმიერი ინფორმაცია - „იქნება ეს მედიიდან, სოცქსელებიდან თუ თუნდაც ოჯახის წევრებისგან - იფილტრება და ექვემდებარება გადამუშავებას, ინტერპრეტაციას". სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების სიმრავლის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფალი იყოს უცხოური იურისდიქციის გავლენისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2bae54dc211c493f904c12d2004a20e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
ემიგრანტებმა არჩევნეზე ხმა საქართველოში უნდა მისცენ - პრემიერის არგუმენტები
სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების სიმრავლის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფალი იყოს უცხოური იურისდიქციის გავლენისგან, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. არჩევნები უნდა ჩატარდეს იქ, სადაც სრულად მოქმედებს სახელმწიფოს იურისდიქცია, ამომრჩეველს კი უნდა ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ. როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
„რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მცხოვრები ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე ინარჩუნებს საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთი დღით, ჩამოვიდეს ქვეყანაში, საკუთარი თვალით დაინახოს რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ მიიღოს გააზრებული, უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანი“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთო ჯამში, საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია საქართველოში არჩევნების საბოლოო შედეგებზე. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველს, კობახიძის თქმით, იგი მიზნად ისახავს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
ამ კონტექსტში კობახიძემ აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე კონკრეტული სახელმწიფოს იურისდიქციის გავლენის ქვეშაა, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება.
„ასეთ პირობებში, შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან.
მისი თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რათა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ნებისმიერი ინფორმაცია - „იქნება ეს მედიიდან, სოცქსელებიდან თუ თუნდაც ოჯახის წევრებისგან - იფილტრება და ექვემდებარება გადამუშავებას, ინტერპრეტაციას".
სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების სიმრავლის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფალი იყოს უცხოური იურისდიქციის გავლენისგან.