https://sputnik-georgia.com/20251118/premia-sabas-gamarjvebulebi-cnobilia-295840153.html
ლიტერატურული პრემია „საბა 2025-ის" გამარჯვებულები ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბა 2025-ის" გამარჯვებულები ცნობილია
Sputnik საქართველო
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს. 18.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-18T20:17+0400
2025-11-18T20:17+0400
2025-11-18T20:17+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23322/84/233228408_0:103:1000:666_1920x0_80_0_0_ffb997724fa86533c5b2bff5aec1c083.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. წელს ლიტერატურულ პრემია „საბას” ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებულთა ვინაობა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის გარეშე გამოცხადდა. „საბა 2025-ის" ლაურეატები არიან: წელს „საბას” ლიტერატურული ჟიურის წევრები იყვნენ: მარი ბექაური, მწერალი; ლია ლიქოკელი, პოეტი; დავით ქართველიშვილი, მწერალი; ლელა დუმბაძე, მთარგმნელი; ტორესა მოსი, მწერალი. მათ გამარჯვებული წიგნები 250-მდე წიგნიდან გამოარჩიეს. მეორე წელია, ლიტერატურული პრემია „საბას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არ ჩატარებულა. „საბას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოეტ რატი ამაღლობელის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარებაა. თანხებს, რომელიც ადრე დაჯილდოების ცერემონიას ხმარდებოდა, ახლა სრულად იმ ავტორებისკენ მიმართავენ, რომლებიც 2025 წლის „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილებით მოკლე სიაში მოხვდნენ. პრემია „საბა“ „თიბისი“ ბანკმა და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი - ორჯერ და მეტჯერ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23322/84/233228408_0:0:888:666_1920x0_80_0_0_ddc9db77156f9591ccaddd942d947fdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ლიტერატურული პრემია „საბა 2025-ის" გამარჯვებულები ცნობილია
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. წელს ლიტერატურულ პრემია „საბას” ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული ჰყავს.
გამარჯვებულთა ვინაობა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის გარეშე გამოცხადდა.
„საბა 2025-ის" ლაურეატები არიან:
საუკეთესო რომანი - ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა” („სულაკაურის გამომცემლობა");
საუკეთესო პოეტური კრებული - რეზო გეთიაშვილი, „მეოთხე პირის ნიშანი” („კალმოსანი");
საუკეთესო პროზაული კრებული - მამუკა დოლიძე, „გამოფენა” („მერანი");
საუკეთესო პიესა - ნოდარ მამაცაშვილი, „ლოკოკინას სინდრომი” („აწმყო");
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - სოფიო შამანიდი, „აუტანელი" კაცები/აუტანელი ქალები” („სულაკაურის გამომცემლობა");
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - გიორგი საჯაია, „ლპობა” („ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო"); ლექსო ჩხაიძე, „გარეთ, ქარში საკითხავი” („კალმოსანი");
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს” („ალონი");
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ანი კოპალიანი, ადამ მიცკევიჩის „ჯიადი”;
ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოვდებიან ლერი ალიმონაკი და ზაზა აბზიანიძე.
წელს „საბას” ლიტერატურული ჟიურის წევრები იყვნენ: მარი ბექაური, მწერალი; ლია ლიქოკელი, პოეტი; დავით ქართველიშვილი, მწერალი; ლელა დუმბაძე, მთარგმნელი; ტორესა მოსი, მწერალი. მათ გამარჯვებული წიგნები 250-მდე წიგნიდან გამოარჩიეს.
მეორე წელია, ლიტერატურული პრემია „საბას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არ ჩატარებულა. „საბას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოეტ რატი ამაღლობელის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარებაა. თანხებს, რომელიც ადრე დაჯილდოების ცერემონიას ხმარდებოდა, ახლა სრულად იმ ავტორებისკენ მიმართავენ, რომლებიც 2025 წლის „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილებით მოკლე სიაში მოხვდნენ.
პრემია „საბა“ „თიბისი“ ბანკმა და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი - ორჯერ და მეტჯერ).