https://sputnik-georgia.com/20251118/partiul-siemshi-mxolod-partiis-wevri-sheizleba-iyos-shekvanili-295845005.html
ახალი „საარჩევნო კოდექსი": პარტიულ სიებში მხოლოდ პარტიის წევრი შეიძლება იყოს შეყვანილი
ახალი „საარჩევნო კოდექსი": პარტიულ სიებში მხოლოდ პარტიის წევრი შეიძლება იყოს შეყვანილი
Sputnik საქართველო
ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით, ეს წესი გავრცელდება როგორც საპარლამენტო, ისე მუნიციპალური არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიებზე. 18.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-18T21:22+0400
2025-11-18T21:22+0400
2025-11-18T21:22+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პოლიტიკურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს. ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება.ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად შეიძლება მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს. ასევე პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი მხოლოდ ამ პარტიის წევრი უნდა იყოს.ანალოგიური წესი გავრცელდება საარჩევნოდ წარდგენილ პარტიულ სიებზეც, სადაც დეპუტატობის კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრების შეყვანა იქნება შესაძლებელი.შესაბამისად, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრი წარადგინოს, უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი, საინიციატივო ჯგუფებს ექნება. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით ცვლილება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადასაც შეეხება. კანონის მოქმედი რედაქციით, საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევა. ცვლილების თანახმად კი პირველი სხდომის მოწვევა საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში მოხდება.ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 19 ნოემბერს, განიხილავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
ახალი „საარჩევნო კოდექსი": პარტიულ სიებში მხოლოდ პარტიის წევრი შეიძლება იყოს შეყვანილი
ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით, ეს წესი გავრცელდება როგორც საპარლამენტო, ისე მუნიციპალური არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიებზე.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პოლიტიკურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.
პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს. ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება.
ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად შეიძლება მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს. ასევე პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი მხოლოდ ამ პარტიის წევრი უნდა იყოს.
ანალოგიური წესი გავრცელდება საარჩევნოდ წარდგენილ პარტიულ სიებზეც, სადაც დეპუტატობის კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრების შეყვანა იქნება შესაძლებელი.
შესაბამისად, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრი წარადგინოს, უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი, საინიციატივო ჯგუფებს ექნება. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.
ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით ცვლილება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადასაც შეეხება. კანონის მოქმედი რედაქციით, საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევა. ცვლილების თანახმად კი პირველი სხდომის მოწვევა საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში მოხდება.
ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 19 ნოემბერს, განიხილავს.