https://sputnik-georgia.com/20251118/mamakacma-gers-farulad-gadaugo-da-kadrebi-gaavrcela-295839793.html
მამაკაცმა 12 წლის გერს საძინებელში კამერა დაუმონტაჟა და გადაღებული კადრები გაუვრცელა
მამაკაცმა 12 წლის გერს საძინებელში კამერა დაუმონტაჟა და გადაღებული კადრები გაუვრცელა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 18.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-18T15:19+0400
2025-11-18T15:19+0400
2025-11-18T15:19+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების შედეგად უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა გერის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა. „პროკურატურამ მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს. დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელებას გულისხმობს და 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მამაკაცმა 12 წლის გერს საძინებელში კამერა დაუმონტაჟა და გადაღებული კადრები გაუვრცელა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების შედეგად უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა გერის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა.
„პროკურატურამ მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელებას გულისხმობს და 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.