თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of Georgian Water and Power GWP-ის თანამშრომელი
 GWP-ის თანამშრომელი  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2025
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, 18 ნოემბერს კომპანია ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 18 ნოემბრის 22:00 საათიდან 19 ნოემბრის 14:00 საათამდე პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:
ლილოს დასახლების I და II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-7; N2-8, IV და V კვარტლებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას და ნამორაძის ქუჩებს. სოფელ დიდი ლილოს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს, არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლებას, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, სოფელ წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის კუპრაძის ქუჩას და მიმდებარე დასახლებებს, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას ორხევის და თეთრიხევის დასახლებებს, ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილის N73, 75, 83, 87, 89, ამერიკულ ლაბორატორიას, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის და ახვედელიანის ქუჩებს.
კომპანია GWP მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0