https://sputnik-georgia.com/20251118/chabua-amirejibis-dabadebis-dge-295844488.html
ჭაბუა ამირეჯიბი: მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი - ვიდეო
ჭაბუა ამირეჯიბი: მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი - ვიდეო
Sputnik საქართველო
18 ნოემბერს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 104 წელი შესრულდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკაა. ამირეჯიბი... 18.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-18T18:55+0400
2025-11-18T18:55+0400
2025-11-18T19:08+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/12/295845873_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_8d6db39226f004951ec762a5a1496d31.jpg
ჭაბუა ამირეჯიბმა პოპულარობა რომანის „დათა თუთაშხიას“ შემდეგ მოიპოვა, რომელიც მან 1970-იან წლებში დაწერა. ეს არის ოთხნაწილიანი ეპიკური ნაწარმოები, რომლის მოქმედებაც რევოლუციამდელ საქართველოში ვითარდება. მისი გმირი - დათა თუთაშხია, „კეთილშობილი ყაჩაღია“, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, რომლის მიზანიც სამყაროს გაუმჯობესებაა.ამირეჯიბის მეორე რომანია „გორა მბორგალი“, რომლის გმირიც რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკიდან და ასე იწყება მისი თავგადასავალი. მწერლის მესამე რომანი „გიორგი ბრწყინვალე“, რომელიც საქართველოს ისტორიაზე მოგვითხრობს, 2005 წელს გამოიცა. მწერლის აღნიშნული ნაწარმოები რუსულ ენაზე ჯერ არ თარგმნილა.ლიტერატურის გარდა, ამირეჯიბი კინოსა და ჟურნალისტიკაში მუშაობდა. მას ეკუთვნის სერიალის სცენარი, რომელიც დაფუძნებულია რომანზე „დათა თუთაშხია“. ამ ნაშრომისთვის ამირეჯიბმა 1981 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/12/295845873_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_3629fd5f68224f3fe624632e388038cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
ჭაბუა ამირეჯიბი: მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი - ვიდეო
18:55 18.11.2025 (განახლებულია: 19:08 18.11.2025) 18 ნოემბერს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 104 წელი შესრულდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკაა. ამირეჯიბი 1921 წელს თბილისში, იურისტის ოჯახში დაიბადა.
ჭაბუა ამირეჯიბმა პოპულარობა რომანის „დათა თუთაშხიას“ შემდეგ მოიპოვა, რომელიც მან 1970-იან წლებში დაწერა. ეს არის ოთხნაწილიანი ეპიკური ნაწარმოები, რომლის მოქმედებაც რევოლუციამდელ საქართველოში ვითარდება. მისი გმირი - დათა თუთაშხია, „კეთილშობილი ყაჩაღია“, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, რომლის მიზანიც სამყაროს გაუმჯობესებაა.
ამირეჯიბის მეორე რომანია „გორა მბორგალი“, რომლის გმირიც რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკიდან და ასე იწყება მისი თავგადასავალი. მწერლის მესამე რომანი „გიორგი ბრწყინვალე“, რომელიც საქართველოს ისტორიაზე მოგვითხრობს, 2005 წელს გამოიცა. მწერლის აღნიშნული ნაწარმოები რუსულ ენაზე ჯერ არ თარგმნილა.
ლიტერატურის გარდა, ამირეჯიბი კინოსა და ჟურნალისტიკაში მუშაობდა. მას ეკუთვნის სერიალის სცენარი, რომელიც დაფუძნებულია რომანზე „დათა თუთაშხია“. ამ ნაშრომისთვის ამირეჯიბმა 1981 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო.