დაზუსტდა საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - 2024 წელი

© photo: Sputnik / Stringerსაათი
საათი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2025
გამოწერა
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა.
თბილისი, 18 — Sputnik. 2024 წელს საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,7% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ამრიგად, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 0,3 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა იმ მონაცემებთან შედარებით, რომლებიც დაზუსტდა მიმდინარე წლის მარტში, როდესაც მშპ-მ 9,4% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2024 წელს მშპ-ის მოცულობამ 93 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 4,9%, მშპ-მ კი ერთ სულ მოსახლეზე 9,2 ათასი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
2024 წელს ყველაზე დიდი ზრდა განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე პროფესიული სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სფეროებში დაფიქსირდა.
2024 წელს ეკონომიკის სფეროების ტოპ-5, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ

ეკონომიკის სფერო

ზრდა,%

წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა

37,5

განათლება

28,2

ინფორმაცია და კომუნიკაცია

24,6

პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

19,8

ადმინისტრაციული საქმიანობა

18,9

კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის (-10,5%) მიწოდების სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა.
2024 წელს ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით

ეკონომიკის სფერო

ზრდა,%

ვაჭრობა

15,4

უძრავი ქონება

9,8

გადამამუშავებელი მრეწველობა

9,7

მშენებლობა

8,5

სახელმწიფო მმართველობა

6,8

ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%.
2025 წლის სექტემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4% შეადგინა, ხოლო 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა -7,7%.
ყველა ახალი ამბავი
0