https://sputnik-georgia.com/20251117/ucxoetshi-mkopi-moqalaqeebi-archevnebshi-monawileobas-ver-miigeben-295818868.html
პაპუაშვილი: უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებშიმონაწილეობას ვერ შეძლებენ
პაპუაშვილი: უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებშიმონაწილეობას ვერ შეძლებენ
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც... 17.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-17T15:33+0400
2025-11-17T15:33+0400
2025-11-17T15:33+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295222287_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_15711730e8389974b9b0071474c869d1.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ახალ „საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით ჟურნალისტებთან.ორშაბათს, 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, როგორც ეს ხდებოდა მოქმედ კოდექსში.„როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა - ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ბრალდებები, იქნება ეს აშშ-ში თუ ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში, სულ უფრო ხშირად ისმის.„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო, პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას", - განაცხადა სპიკერმა.როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, მოქმედი „საარჩევნო კოდექსი" 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა დუბლირებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა კი საჭიროებს მოწესრიგებას.„ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია, დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიცირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295222287_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_8779f31a2c60c2e47de6cc027d14f63c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებშიმონაწილეობას ვერ შეძლებენ
პოლიტიკოსის თქმით, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ახალ „საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით ჟურნალისტებთან.
ორშაბათს, 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, როგორც ეს ხდებოდა მოქმედ კოდექსში.
„როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა - ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
„ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ბრალდებები, იქნება ეს აშშ-ში თუ ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში, სულ უფრო ხშირად ისმის.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო, პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას", - განაცხადა სპიკერმა.
როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, მოქმედი „საარჩევნო კოდექსი" 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა დუბლირებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა კი საჭიროებს მოწესრიგებას.
„ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია, დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიცირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.