https://sputnik-georgia.com/20251117/tbilisi-meeqvse-qartul-somxur-samartlebriv-porums-maspinzlobs-295821483.html
თბილისი მეექვსე ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
თბილისი მეექვსე ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში დანერგილ... 17.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-17T20:23+0400
2025-11-17T20:23+0400
2025-11-17T20:23+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_59403f13b2a41206d5a6d72d5a6ec02d.jpg
თბილისი, 17 თბილისი - Sputnik. თბილისი მეექვსე ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სოეხ კოლეგასთან სრბუი გალიანთან ერთად გახსნა.ფორუმი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის წარმატებულ პლატფორმას წარმოადგენს. ორი ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუტების წარმომადგენლები თემატურ სესიებზე განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა, ციფრული სერვისების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის როლი სამართლებრივ სფეროში, მედიაცია და სხვა.ღონისძიებაზე მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს იუსტიციის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში. მისი თქმით, საქართველოს გამოცდილება ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სომხეთს დაეხმარება რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში დანერგილ პრაქტიკასა და მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, დაგეგმილია ვიზიტები იუსტიციის სახლსა და ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ad343d39e017c87238d98e3ad2a6d949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი მეექვსე ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში დანერგილ პრაქტიკასა და მუშაობის გამოცდილებას
თბილისი, 17 თბილისი - Sputnik. თბილისი მეექვსე ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სოეხ კოლეგასთან სრბუი გალიანთან ერთად გახსნა.
ფორუმი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის წარმატებულ პლატფორმას წარმოადგენს. ორი ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუტების წარმომადგენლები თემატურ სესიებზე განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა, ციფრული სერვისების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის როლი სამართლებრივ სფეროში, მედიაცია და სხვა.
ღონისძიებაზე მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს იუსტიციის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„ჩვენს ქვეყნებსა და სამინისტროებს შორის სექტორული თანამშრომლობის ეს ფორმატი არის მრავალწლიანი, მეგობრული, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობის ნათელი მაგალითი. მჯერა, რომ ფორუმის ფარგლებში გაზიარებული გამოცდილება დაეხმარება ჩვენი ქვეყნების სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებას და ღონისძიებაზე გამართული მრავალფეროვანი დისკუსიები გზას გაუხსნის მეტად ინტენსიურ თანამშრომლობას", – განაცხადა სალიამ.
სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში. მისი თქმით, საქართველოს გამოცდილება ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სომხეთს დაეხმარება რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში დანერგილ პრაქტიკასა და მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, დაგეგმილია ვიზიტები იუსტიციის სახლსა და ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში.