https://sputnik-georgia.com/20251117/qveknis-teritoriaze-atmosferoshi-mkari-nawilakebi-piqsirdeba-295819235.html
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკები კვლავ ფიქსირდება
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკები კვლავ ფიქსირდება
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს. 17.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-17T19:00+0400
2025-11-17T19:00+0400
2025-11-17T19:00+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810130_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_22627736fad10d60d51ab611f121174d.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია ამ დრომდე ფიქსირდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო. უწყების ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით. „გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება. უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის). სააგენტოს ცნობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ პორტალზე www.air.gov.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810130_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_7f1f65e5416db452464d8f38f4f6914a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკები კვლავ ფიქსირდება
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია ამ დრომდე ფიქსირდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.
„გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება.
უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
სააგენტოს ცნობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ პორტალზე www.air.gov.ge.