https://sputnik-georgia.com/20251117/ekonomikis-samiistro-epaar-jguptan-hsrigebis-detalebi-ar-gasajarovdeba-295817476.html
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო: EMAAR Group-თან გარიგების დეტალები არ გასაჯაროვდება
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო: EMAAR Group-თან გარიგების დეტალები არ გასაჯაროვდება
Sputnik საქართველო
საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. 17.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-17T15:00+0400
2025-11-17T15:00+0400
2025-11-17T15:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საუდის არაბეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0a/291705372_0:1:870:490_1920x0_80_0_0_ff0050328c5dcb0b25cdb1c1519a68b6.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტი საქართველოში არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროებაც კომპანიის ინტერესში არანაირად არ შედის, განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტები საქართველოში, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტო 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მწვანე შუქს უნთებს არაბების მასობრივ მიგრაციას საქართველოში „ეს არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების ინტერესი ვერანაირად ვერ ექნება Eagle Hills-ს, რომელიც ოპერირებს არაერთ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან და შესაბამისად, ასეთი პირობები სახელმწიფოებთან არ არის შაბლონური, სტანდარტული“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ეს არის Eagle Hills-ის მოთხოვნა და საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი ტიპის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. „თუმცა, ძალიან ბევრი დეტალი დღეს არის საჯარო, მათ შორის ის, რაზეც ვისაუბრეთ და პრემიერმა ძალიან ბევრ კითხვას უპასუხა, სწორედ იმ დეტალებითა და კონკრეტიკით, რომელიც ამ ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე ისაუბრა თუ ვის შეუძლია Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტით აშენებულ კომპლექსში ბინის ყიდვა. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობასხიძემ განაცხადა, საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. გარდა ამისა, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეთანხმების პირობებს არ გაამჟღავნებს. გარიგების დეტალები საქართველოს მთავრობა 6,6 მლრდ დოლარის ღირებულების Eagle Hills-ის პროექტის აქციონერი და არაბული დეველოპერული კომპანიის შვილობილი კომპანიის 33%-იან წილის მფლობელი გახდა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება. ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე. Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0a/291705372_109:0:762:490_1920x0_80_0_0_9d457ada0649075af524c4420959266b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საუდის არაბეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საუდის არაბეთი , ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო: EMAAR Group-თან გარიგების დეტალები არ გასაჯაროვდება
საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტი საქართველოში არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროებაც კომპანიის ინტერესში არანაირად არ შედის, განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტები საქართველოში, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტო 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მწვანე შუქს უნთებს არაბების მასობრივ მიგრაციას საქართველოში
„ეს არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების ინტერესი ვერანაირად ვერ ექნება Eagle Hills-ს, რომელიც ოპერირებს არაერთ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან და შესაბამისად, ასეთი პირობები სახელმწიფოებთან არ არის შაბლონური, სტანდარტული“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის Eagle Hills-ის მოთხოვნა და საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი ტიპის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
„თუმცა, ძალიან ბევრი დეტალი დღეს არის საჯარო, მათ შორის ის, რაზეც ვისაუბრეთ და პრემიერმა ძალიან ბევრ კითხვას უპასუხა, სწორედ იმ დეტალებითა და კონკრეტიკით, რომელიც ამ ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე ისაუბრა თუ ვის შეუძლია Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტით აშენებულ კომპლექსში ბინის ყიდვა.
„ამ პროექტების სამიზნე აუდიტორია არის და იქნება საქართველოს მოქალაქეები. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობასხიძემ განაცხადა, საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ.
გარდა ამისა, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეთანხმების პირობებს არ გაამჟღავნებს.
საქართველოს მთავრობა 6,6 მლრდ დოლარის ღირებულების Eagle Hills-ის პროექტის აქციონერი და არაბული დეველოპერული კომპანიის შვილობილი კომპანიის 33%-იან წილის მფლობელი გახდა.
ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.