ქართველ ბატუტზე მხტომელ ვაჟთა წყვილი სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2025
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი რვა - ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ქართველ ბატუტზე მხტომელ ვაჟთა წყვილი სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
სინქრონულ ხტომაში ტურნირის ოქროს პრიზიორები ცოტნე ჩხაიძე და ლუკა ლომთათიძე გახდნენ.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი რვა - ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ელენე კირთაძისა და მარიამ გაბრიაძის წყვილი, ასევე ოქროს მედლები მოიპოვა ანანო აფაქიძისა და მარიამ რაგიმოვის წყვილმაც.
ყველა ახალი ამბავი
0