https://sputnik-georgia.com/20251116/zviadauri-sapatimros-martis-bolos-datovebs-295804365.html
ადვოკატი: ზურაბ ზვიადაური საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს
ადვოკატი: ზურაბ ზვიადაური საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს
Sputnik საქართველო
სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. 16.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-16T15:00+0400
2025-11-16T15:00+0400
2025-11-16T15:00+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252621774_0:86:1614:994_1920x0_80_0_0_dc06947cd8a282be2722ece3faaa6266.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ოლიმპიურ ჩემპიონსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს, განაცხადა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ბრალდებულ ზვიადაურსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება 12 ნოემბერს გაფორმდა.სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შუეფარდა.2021 წლის აგვისტოში ზვიადაური გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი იყო. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში ზვიადაური 50.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის განაჩენი ნაფიც მსაჯულებს უნდა გამოეტანათ.მკვლელობა სოფელ წინანდალში 2021 წლის 16 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სროლაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის ძმა, ზვიად ზვიადაური, დაიღუპა და ორი დაიჭრა. ძმის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და ნიკო კენჭოშვილი მოკლა.ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშები მოიგო, რითაც საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მუშაობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252621774_89:0:1526:1078_1920x0_80_0_0_7ed4e14cdc7acf087de0ce2366c7f075.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ადვოკატი: ზურაბ ზვიადაური საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს
სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ოლიმპიურ ჩემპიონსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს, განაცხადა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.
მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ბრალდებულ ზვიადაურსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება 12 ნოემბერს გაფორმდა.
„ზურაბ ზვიადაურსა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ეს ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება მოხდა სასჯელზე - დაახლოებით, ერთი თვის წინ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებით. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა რეალურ საქმეზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა. მას დაახლოებით მარტის ბოლოს გასდის ექვსთვიანი ვადა და დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას“, - განაცხადა კოტრიკაძემ.
სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შუეფარდა.
2021 წლის აგვისტოში ზვიადაური გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი იყო. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში ზვიადაური 50.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის განაჩენი ნაფიც მსაჯულებს უნდა გამოეტანათ.
მკვლელობა სოფელ წინანდალში 2021 წლის 16 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სროლაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის ძმა, ზვიად ზვიადაური, დაიღუპა და ორი დაიჭრა. ძმის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და ნიკო კენჭოშვილი მოკლა.
ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშები მოიგო, რითაც საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მუშაობდა.