https://sputnik-georgia.com/20251116/choxataurshi-xanzarze-reagirebis-swavleba-gaimarta-295804159.html
„დიდგორი 2025“: ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა
„დიდგორი 2025“: ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა
Sputnik საქართველო
სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწაა. 16.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-16T14:20+0400
2025-11-16T14:20+0400
2025-11-16T14:20+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23235/32/232353266_83:0:1194:625_1920x0_80_0_0_9ad0345085322266c5e0a167fedfa34b.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში დაგეგმილი საველე კომპონენტები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს - სწავლებაში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებების ქვედანაყოფები.ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფი, სსიპ “თავდაცვის მოხალისის” წარმომადგენლები, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის ელემენტები.საველე სწავლებას კრწანისში მდებარე ფორმირებული შტაბიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ და სცენარით გათვალისწინებულ შემდეგ მოქმედებებს ახორციელებდნენ.„დიდგორი 2025", წინა სწავლებებთან შედარებით, უფრო მასშტაბურია. მასში სახელმწიფო უწყებების 5 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს. გაზრდილია საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23235/32/232353266_222:0:1055:625_1920x0_80_0_0_491de9a8b98136c4f5e4286b25ac4293.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
„დიდგორი 2025“: ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა
სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწაა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში დაგეგმილი საველე კომპონენტები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს - სწავლებაში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებების ქვედანაყოფები.
ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფი, სსიპ “თავდაცვის მოხალისის” წარმომადგენლები, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის ელემენტები.
საველე სწავლებას კრწანისში მდებარე ფორმირებული შტაბიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ და სცენარით გათვალისწინებულ შემდეგ მოქმედებებს ახორციელებდნენ.
„დიდგორი 2025", წინა სწავლებებთან შედარებით, უფრო მასშტაბურია. მასში სახელმწიფო უწყებების 5 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს. გაზრდილია საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც.