https://sputnik-georgia.com/20251115/tavsi-pulti-caartya-braldebul-zizas-patimroba-seefarda-295794575.html
თავში პულტი ჩაარტყა: ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეეფარდა
თავში პულტი ჩაარტყა: ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მედიის ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში მცირეწლოვანის მშობლებს ბოდიში მოუხადა. 15.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-15T19:30+0400
2025-11-15T19:30+0400
2025-11-15T19:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_a2d646b7aea51ece61c2b3672f1e11f2.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 63 წლის ძიძას, რომელიც წლინახევრის ბავშვის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული, პატიმრობა მიუსაჯა, იტყობინება გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. ინციდენტი გადაიღო ვიდეოკამერამ, რომელიც მცირეწლოვანის ოჯახში იყო დამონტაჟებული.მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ქალი ბავშვს პულტს ურტყამს თავში, მეორე შემთხვევაში კი სახეში ურტყამს.დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მედიის ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში მცირეწლოვანის მშობლებს ბოდიში მოუხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e43f08b7de040b99ce544e535f5a77b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო
თავში პულტი ჩაარტყა: ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეეფარდა
მედიის ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში მცირეწლოვანის მშობლებს ბოდიში მოუხადა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 63 წლის ძიძას, რომელიც წლინახევრის ბავშვის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული, პატიმრობა მიუსაჯა, იტყობინება გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. ინციდენტი გადაიღო ვიდეოკამერამ, რომელიც მცირეწლოვანის ოჯახში იყო დამონტაჟებული.
მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ქალი ბავშვს პულტს ურტყამს თავში, მეორე შემთხვევაში კი სახეში ურტყამს.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიის ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში მცირეწლოვანის მშობლებს ბოდიში მოუხადა.