https://sputnik-georgia.com/20251115/lagodexsi-axali-meteorologiuri-sadguri-damontajda-295785276.html
ლაგოდეხში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
ლაგოდეხში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
Sputnik საქართველო
ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 256 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური 15.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-15T09:35+0400
2025-11-15T09:35+0400
2025-11-15T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კახეთი
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546554_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_c4cd0af3a71e455c90e16c7b0de44eb5.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ალპურ ზონაში მეტეოროლოგიური სადგური მოაწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტად გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას. უწყების ცნობით, სადგურიდან მიღებული მეტეომონაცემები მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში ტურიზმის განვითარების, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით. სადგურების განთავსებისთვის ადგილის შერჩევა კლიმატური ფაქტორებისა და რელიეფის გათვალისწინებით ხდება. ამ ეტაპზე ლაგოდეხის ტერიტორიაზე 2 მეტეოსადგური ფუნქციონირებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 256 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების ხარისხს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546554_272:0:1936:1248_1920x0_80_0_0_467f12ef0347091017c4d226d4dd32b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კახეთი , ამინდი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კახეთი , ამინდი საქართველოში
ლაგოდეხში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 256 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ალპურ ზონაში მეტეოროლოგიური სადგური მოაწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტად გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.
უწყების ცნობით, სადგურიდან მიღებული მეტეომონაცემები მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში ტურიზმის განვითარების, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით.
სადგურების განთავსებისთვის ადგილის შერჩევა კლიმატური ფაქტორებისა და რელიეფის გათვალისწინებით ხდება. ამ ეტაპზე ლაგოდეხის ტერიტორიაზე 2 მეტეოსადგური ფუნქციონირებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს ახორციელებს.
ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 256 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების ხარისხს.