https://sputnik-georgia.com/20251114/turqulitvitmfrinavis-katastrofa-295803132.html
მოსაზრება: საქართველოში თურქული „ჰერკულესის“ ავიაკატასტროფის საიდუმლო
მოსაზრება: საქართველოში თურქული „ჰერკულესის“ ავიაკატასტროფის საიდუმლო
Sputnik საქართველო
თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის C-130E „ჰერკულესის“ 12 ნოემბრის კატასტროფა საქართველოს ტერიტორიაზე ტრაგიკული, შემაძრწუნებელი და ზუსტად იმდენადვე... 14.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-14T17:42+0400
2025-11-14T17:42+0400
2025-11-16T10:43+0400
მოსაზრება
მიმოხილვები
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295755553_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_57b3df7ad926ad487c22fea47967ed7d.jpg
თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის C-130E „ჰერკულესის“ 12 ნოემბრის კატასტროფა საქართველოს ტერიტორიაზე ტრაგიკული, შემაძრწუნებელი და ზუსტად იმდენადვე დამაფიქრებელია, რამდენადაც ანკარის სამხრეთ კავკასიაში ძალზე გადაჭარბებული სამხედრო-პოლიტიკური ჩართულობის სიმბოლური შედეგი. ძალის პროექცია, რეგიონში სწრაფი გაძლიერება და გამარჯვების ეიფორია ყველა აქტორს არ ახარებს და, ობიექტურად, ზრდის თურქეთისთვის როგორც ტექნოლოგიური, ისე სტრატეგიულ რისკებს.თვითმფრინავი განჯის აეროპორტიდან 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:20-ზე, გაფრინდა და 27 წუთის შემდეგ, 7400 მეტრის სიმაღლეზე, კატასტროფა განიცადა. „ჰერკულესი“ სამ ნაწილად დაიშალა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში ჩამოვარდა. ეკიპაჟს საგანგაშო სიგნალი არცკი გაუგზავნია, რაც მიუთითებს უბედური შემთხვევის მყისიერ განვითარებაზე. ბორტზე მყოფი ყველა 20 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ისინი 8 ნოემბერს ბაქოში გამართული სამხედრო აღლუმის მონაწილეები იყვნენ. ღონისძიება ეძღვნებოდაყარაბაღის ომის დასრულების მეხუთე წლისთავს.საგამოძიებო ჯგუფი თვითმფრინავის ნამსხვრევებს სწავლობს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. თურქულმა გამოცემამ Türkiye 12 ნოემბერს დაწერა: „თვითმფრინავის დაშლა ჰაერში მიუთითებს, როგორც გარე ჩარევის, ისე ბორტზე არსებული საბრძოლო მასალის აფეთქების შესაძლებლობაზე“.ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთის სამხედრო უწყებას იმდენად სჭირდება აზერბაიჯანული საბრძოლო მასალები, რომ მათი ტრანსპორტირება მოახდინოს გიანჯიდან. გარე ზემოქმედება კი შესაძლოა, თუმცა, მისი ბუნების განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია. დივერსიის ვერსიის ოფიციალურად არ გამორიცხვა, უნებლიედ აყანებს ეჭვის ჩრდილს აზერბაიჯანელ პარტნიორებზეც.კატასტროფის ვიდეოჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს, რომ თვითმფრინავის ცხვირი და კუდი, თითქოს, ზუსტად და თანაბრადაა გამოყოფილი ფრთებიან ცენტრალურ ნაწილს — ცეცხლისა და მასშტაბური ნამსხვრევების გარეშე. ასეთი დაშლა ჩვეულებრივი ავიაკატასტროფისთვის უჩვეულოა.C-130 „ჰერკულესი“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და გამძლე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავად ითვლება. მას შეუძლია 92-მდე მგზავრის ან 20 ტონა ტვირთის გადაზიდვა. მის უნიკალურ შესაძლებლობებს ის რეკორდიც უსვამს ხაზს, რომ C-130-მა ერთხელ ავიამზიდიდან აფრენა-დასმაც კი მოახერხა.თურქი სპეციალისტები იმ ვერსიასაც იკვლევენ, თითქოს თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგოსისტემამ შეცდომით ჩამოაგდო. Hürriyet-ის კოლუმნისტმა აბდულქადირ სელვიმ აღნიშნა, რომ კავკასია „მოუსვენარ რეგიონად“ რჩება, ხოლო „27-ე წუთის საიდუმლო“ უკვე ანკარაში მიტანილ „შავ ყუთშია“. გავიგებთ კი ჩვენ მის საიდუმლოს?თვითმფრინავი აზერბაიჯანის საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში ჩამოვარდა. მან სულ რაღაც 300-ზე ოდნავ მეტი კილომეტრი დაფარა, მათგან დაახლოებით80 — საქართველოს ცაში. ამიტომ აზერბაიჯანული თუ ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ ავტომატური საბრძოლო გასროლის ვერსია ირაციონალურად გამოიყურება. რეაგირების „გაჭიანურება“ და ტექნიკური ნიშნების არარსებობა ზედმეტად აშკარაა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ნაწილებზე არ ჩანს ზენიტური რაკეტებისთვის დამახასიათებელი შრაპნელური დაზიანებები, რის გამოც მტრული თუ მეგობრული ცეცხლის ვერსია უნდა გამოირიცხოს.მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ცნობილია შემთხვევა, როცა C-130-ს ფიუზელაჟის ნაწილი საკუთარივე პროპელერმა „გაუჭრა“ (აშშ-ის საზღვაო ქვეითებს 2017 წელს მსგავსი ინციდენტი ნართლაც ჰქონდათ), ამჯერად კუდის ნაწილის ერთდროული მოტეხვა მაინც აუხსნელად რჩება. თვითმფრინავს კრიტიკული გადატვირთვები არ ჰქონია, ამინდი ხელსაყრელი იყო, ხოლო თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს C-130E-ის თანამედროვე მოდიფიკაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ — 2025 წლის დასაწყისისთვის ფლოტში 18 განახლებული მანქანა ირიცხებოდა.ამ ფონზე, ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ჯოშქუნ ბაშბუღმა Milliyet-თან ინტერვიუში ტექნიკური გაუმართაობა გამორიცხა და შესაძლო დივერსია, თვითმფრინავების შეჯახება ან სხვა ტიპის თავდასხმა დაასახელა. მისი შეფასება რეალისტურად ჩანს, თუმცა რეალობა ხშირად უფრო უცნაურ სიუჟეტებს გვთავაზობს, ვიდრე ყველაზე თამამი ჰიპოთეზები. ახლა ველოდებით უნფორმაციას „შავი ყუთიდან“.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295755553_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_40adce9be6ee3a9f5b5a2bd845872872.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მოსაზრება, მიმოხილვები, ანალიტიკა
მოსაზრება, მიმოხილვები, ანალიტიკა
თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის C-130E „ჰერკულესის“ 12 ნოემბრის კატასტროფა საქართველოს ტერიტორიაზე ტრაგიკული, შემაძრწუნებელი და ზუსტად იმდენადვე დამაფიქრებელია, რამდენადაც ანკარის სამხრეთ კავკასიაში ძალზე გადაჭარბებული სამხედრო-პოლიტიკური ჩართულობის სიმბოლური შედეგი. ძალის პროექცია, რეგიონში სწრაფი გაძლიერება და გამარჯვების ეიფორია ყველა აქტორს არ ახარებს და, ობიექტურად, ზრდის თურქეთისთვის როგორც ტექნოლოგიური, ისე სტრატეგიულ რისკებს.
თვითმფრინავი განჯის აეროპორტიდან 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:20-ზე, გაფრინდა და 27 წუთის შემდეგ, 7400 მეტრის სიმაღლეზე, კატასტროფა განიცადა. „ჰერკულესი“ სამ ნაწილად დაიშალა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში ჩამოვარდა. ეკიპაჟს საგანგაშო სიგნალი არცკი გაუგზავნია, რაც მიუთითებს უბედური შემთხვევის მყისიერ განვითარებაზე. ბორტზე მყოფი ყველა 20 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ისინი 8 ნოემბერს ბაქოში გამართული სამხედრო აღლუმის მონაწილეები იყვნენ. ღონისძიება ეძღვნებოდაყარაბაღის ომის დასრულების მეხუთე წლისთავს.
საგამოძიებო ჯგუფი თვითმფრინავის ნამსხვრევებს სწავლობს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. თურქულმა გამოცემამ Türkiye 12 ნოემბერს დაწერა: „თვითმფრინავის დაშლა ჰაერში მიუთითებს, როგორც გარე ჩარევის, ისე ბორტზე არსებული საბრძოლო მასალის აფეთქების შესაძლებლობაზე“.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთის სამხედრო უწყებას იმდენად სჭირდება აზერბაიჯანული საბრძოლო მასალები, რომ მათი ტრანსპორტირება მოახდინოს გიანჯიდან. გარე ზემოქმედება კი შესაძლოა, თუმცა, მისი ბუნების განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია. დივერსიის ვერსიის ოფიციალურად არ გამორიცხვა, უნებლიედ აყანებს ეჭვის ჩრდილს აზერბაიჯანელ პარტნიორებზეც.
კატასტროფის ვიდეოჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს, რომ თვითმფრინავის ცხვირი და კუდი, თითქოს, ზუსტად და თანაბრადაა გამოყოფილი ფრთებიან ცენტრალურ ნაწილს — ცეცხლისა და მასშტაბური ნამსხვრევების გარეშე. ასეთი დაშლა ჩვეულებრივი ავიაკატასტროფისთვის უჩვეულოა.
C-130 „ჰერკულესი“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და გამძლე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავად ითვლება. მას შეუძლია 92-მდე მგზავრის ან 20 ტონა ტვირთის გადაზიდვა. მის უნიკალურ შესაძლებლობებს ის რეკორდიც უსვამს ხაზს, რომ C-130-მა ერთხელ ავიამზიდიდან აფრენა-დასმაც კი მოახერხა.
თურქი სპეციალისტები იმ ვერსიასაც იკვლევენ, თითქოს თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგოსისტემამ შეცდომით ჩამოაგდო. Hürriyet-ის კოლუმნისტმა აბდულქადირ სელვიმ აღნიშნა, რომ კავკასია „მოუსვენარ რეგიონად“ რჩება, ხოლო „27-ე წუთის საიდუმლო“ უკვე ანკარაში მიტანილ „შავ ყუთშია“. გავიგებთ კი ჩვენ მის საიდუმლოს?
თვითმფრინავი აზერბაიჯანის საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში ჩამოვარდა. მან სულ რაღაც 300-ზე ოდნავ მეტი კილომეტრი დაფარა, მათგან დაახლოებით80 — საქართველოს ცაში. ამიტომ აზერბაიჯანული თუ ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ ავტომატური საბრძოლო გასროლის ვერსია ირაციონალურად გამოიყურება. რეაგირების „გაჭიანურება“ და ტექნიკური ნიშნების არარსებობა ზედმეტად აშკარაა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ნაწილებზე არ ჩანს ზენიტური რაკეტებისთვის დამახასიათებელი შრაპნელური დაზიანებები, რის გამოც მტრული თუ მეგობრული ცეცხლის ვერსია უნდა გამოირიცხოს.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ცნობილია შემთხვევა, როცა C-130-ს ფიუზელაჟის ნაწილი საკუთარივე პროპელერმა „გაუჭრა“ (აშშ-ის საზღვაო ქვეითებს 2017 წელს მსგავსი ინციდენტი ნართლაც ჰქონდათ), ამჯერად კუდის ნაწილის ერთდროული მოტეხვა მაინც აუხსნელად რჩება. თვითმფრინავს კრიტიკული გადატვირთვები არ ჰქონია, ამინდი ხელსაყრელი იყო, ხოლო თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს C-130E-ის თანამედროვე მოდიფიკაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ — 2025 წლის დასაწყისისთვის ფლოტში 18 განახლებული მანქანა ირიცხებოდა.
ამ ფონზე, ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ჯოშქუნ ბაშბუღმა Milliyet-თან ინტერვიუში ტექნიკური გაუმართაობა გამორიცხა და შესაძლო დივერსია, თვითმფრინავების შეჯახება ან სხვა ტიპის თავდასხმა დაასახელა. მისი შეფასება რეალისტურად ჩანს, თუმცა რეალობა ხშირად უფრო უცნაურ სიუჟეტებს გვთავაზობს, ვიდრე ყველაზე თამამი ჰიპოთეზები. ახლა ველოდებით უნფორმაციას „შავი ყუთიდან“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე