https://sputnik-georgia.com/20251114/rusetis-tavdacvis-saministrosi-sumis-olqsi-mowinaarmdegis-danakargebi-gaasajaroes-295783314.html
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სუმის ოლქში მოწინააღმდეგის დანაკარგები გაასაჯაროეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სუმის ოლქში მოწინააღმდეგის დანაკარგები გაასაჯაროეს
Sputnik საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებების შედეგად, ხარკოვის... 14.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-14T15:58+0400
2025-11-14T15:58+0400
2025-11-14T15:58+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24476/81/244768138_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_b4604e927347f15a19b4b5735bdf3112.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების „ჩრდილოეთის“ დაჯგუფების პასუხისმგებლობის არეალში 960-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „რია ნოვოსტის“.„ბოლო კვირის განმავლობაში „ჩრდილოეთის“ ძალების ჯგუფმა გააუმჯობესა ტაქტიკური მდგომარეობა. სუმის ოლქში განადგურდა მძიმე მექანიზებული, ოთხი მექანიზებული, სამონადირეო, სადესანტო-შეტევითი ბრიგადის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო პოლკის და ტერიტორიული თავდაცვის ორი ბრიგადის ცოცხალი ძალა და ტექნიკა“, - ნათქვამია სამინისტროს ანგარიშში.რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებების შედეგად, ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი სინელნიკოვო. დარტყმების ქვეშ მოყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები.სამხედრო უწყების ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში მოწინააღმდეგემ „ჩრდილოეთის“ დაჯგუფების პასუხისმგებლობის არეალში 960-ზე მეტი სამხედრო, სამი ტანკი, ექვსი ჯავშანმანქანა, 70 სატრანსპორტო საშუალება და 14 საველე საარტილერიო დანადგარი დაკარგა. გარდა ამისა, განადგურდა სამი საბრძოლო რადიოელექტრონული სადგური, სამი რადარი, საბრძოლო მასალის რვა საწყობი და მომარაგების 37 საწყობი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24476/81/244768138_59:0:2788:2047_1920x0_80_0_0_d4a0280d6c205ddcf75fb8e911d4fc6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სუმის ოლქში მოწინააღმდეგის დანაკარგები გაასაჯაროეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებების შედეგად, ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი სინელნიკოვო.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების „ჩრდილოეთის“ დაჯგუფების პასუხისმგებლობის არეალში 960-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „რია ნოვოსტის“.
„ბოლო კვირის განმავლობაში „ჩრდილოეთის“ ძალების ჯგუფმა გააუმჯობესა ტაქტიკური მდგომარეობა. სუმის ოლქში განადგურდა მძიმე მექანიზებული, ოთხი მექანიზებული, სამონადირეო, სადესანტო-შეტევითი ბრიგადის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო პოლკის და ტერიტორიული თავდაცვის ორი ბრიგადის ცოცხალი ძალა და ტექნიკა“, - ნათქვამია სამინისტროს ანგარიშში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებების შედეგად, ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი სინელნიკოვო. დარტყმების ქვეშ მოყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები.
სამხედრო უწყების ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში მოწინააღმდეგემ „ჩრდილოეთის“ დაჯგუფების პასუხისმგებლობის არეალში 960-ზე მეტი სამხედრო, სამი ტანკი, ექვსი ჯავშანმანქანა, 70 სატრანსპორტო საშუალება და 14 საველე საარტილერიო დანადგარი დაკარგა. გარდა ამისა, განადგურდა სამი საბრძოლო რადიოელექტრონული სადგური, სამი რადარი, საბრძოლო მასალის რვა საწყობი და მომარაგების 37 საწყობი.