https://sputnik-georgia.com/20251114/gamovlinda-173-darrveva-mowmdeba-skolebis-mimdebare-kvebis-obieqtebi-295777207.html
გამოვლენილია 173 დარღვევა: მოწმდება სკოლების მიმდებარედ არსებული კვების ობიექტები
გამოვლენილია 173 დარღვევა: მოწმდება სკოლების მიმდებარედ არსებული კვების ობიექტები
Sputnik საქართველო
ღონისძიების მიზანი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფაა. 14.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-14T13:36+0400
2025-11-14T13:36+0400
2025-11-14T13:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279754541_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fd75b0bdf40b91726f96607fbee4e4b1.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს, მათ შორის საცხობებსა და მიმდებარე მარკეტებს ამოწმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღონისძიების მიზანი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფაა. სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს. ამავე დროს უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები. მიმდინარე წელს ჩატარებულია 6 ათასი სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279754541_57:0:1801:1308_1920x0_80_0_0_e8e4ec79d685ad821f31241efee2a799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
გამოვლენილია 173 დარღვევა: მოწმდება სკოლების მიმდებარედ არსებული კვების ობიექტები
ღონისძიების მიზანი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფაა.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს, მათ შორის საცხობებსა და მიმდებარე მარკეტებს ამოწმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების მიზანი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფაა.
სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს.
ამავე დროს უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები.
მიმდინარე წელს ჩატარებულია 6 ათასი სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.