ბაზის ბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენის გარიგების სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს - თურნავა

© Sputnik / STRINGERბაზის ბანკი
ბაზის ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2025
გამოწერა
გარიგების პირობების თანახმად, აქციების შეძენის შემდგომ პერიოდში „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით როგორც „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ჩინური კომპანია Hualing Group-ის საკუთრებაში არსებული Basisbank-ის ქვეყნის სისტემურ ბანკ Liberty Bank-თან გაერთიანების გარიგების სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს, განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში მოიწონა ჩინური კომპანია Hualing Group-ის საკუთრებაში არსებული Basisbank-ის ქვეყნის სისტემურ ბანკ Liberty Bank-თან შერწყმის შესაძლებლობა. კონცენტრაციის ფარგლებში, „ბაზისბანკი“ გეგმავს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95,99%-ის შეძენას.
„დადებითად გადაწყდა რომ ორი მსხვილი ბანკის გაერთიანება არ გამოიწვევდა კონკურენციის მხრივ პრობლემებს და პირიქით დადებითად წაადგებოდა ჩვენ საფინანსო სექტორში ისედაც მაღალ კონცენტრირების მაჩვენებელს. რაც შეეხება თვითონ გარიგებას. მე როგორც ვიცი, გარიგების სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს და ეს ისევ ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანია და მე მეტს ვერაფერს ვიტყვი,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას შემდეგ, BMG-ის „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელმა ირაკლი რუხაძემაც დაუდასტურა, რომ ამ ეტაპზე „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენა აღარ განიხილება.
ბიზნესმენი ორი ბანკის გაერთიანებას არ გამორიცხავს.
„მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება პარტნიორობის სხვადასხვა ფორმებზე, რაც პოტენციურად ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. თუ რამეზე ვლაპარაკობთ, უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ორივე მხარე დავრჩებით”, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
გარიგების პირობების თანახმად, აქციების შეძენის შემდგომ პერიოდში „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით როგორც „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია, შემდგომი პერიოდი - ტრანზაქციის განხორციელებიდან 9-12 თვე გამოყენებული იქნება „ლიბერთი ბანკის“ „ბაზისბანკთან“ საბოლოო შერწყმის უზრუნველსაყოფად.
Basisbank დაარსდა 1993 წელს. 2012 წელს ბანკის აქციების 90% Hualing Group-მა შეიძინა, რომელმაც მოგვიანებით თავისი წილი 92.3%-მდე გაზარდა. ბანკის აქტივები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.
„ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. მისი ერთობლივი აქტივები თითქმის 3 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი - 200 მლნ ლარს.
ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკი ემსახურება 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს.
ყველა ახალი ამბავი
0