https://sputnik-georgia.com/20251113/rusets-jenevis-diskusiebis-sveicariidan-sxva-qveyanasi-gadatana-surs-295771407.html
რუსეთს ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან სხვა ქვეყანაში გადატანა სურს
რუსეთს ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან სხვა ქვეყანაში გადატანა სურს
Sputnik საქართველო
შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების... 13.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-13T22:14+0400
2025-11-13T22:14+0400
2025-11-13T22:14+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272583342_0:48:1600:948_1920x0_80_0_0_41a391e6979cc99762c5d323cb373b94.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი მხარს უჭერს ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საერთაშორისო დისკუსიების (ISD) შეხვედრების შვეიცარიიდან სხვა, „ნამდვილად ნეიტრალურ ადგილას“ გადატანას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.„იმის გათვალისწინებით, რომ შვეიცარიამ დაკარგა დეკლარირებული ნეიტრალური სტატუსი ევროკავშირის უკანონო ანტირუსულ სანქციებთან შეერთების გამო, მოსკოვი, სოხუმისა და ცხინვალის მხარდაჭერით, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ISD შეხვედრების ჟენევიდან სხვა, ჭეშმარიტად ნეიტრალურ, ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილას გადატანა“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი 2026 წლის მარტში გაიმართება.ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.დღეისათვის ეს საქართველოს და რუსეთს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. 2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272583342_92:0:1508:1062_1920x0_80_0_0_24191c48c44e4ec16b646280b55018fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, კავკასია
რუსეთს ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან სხვა ქვეყანაში გადატანა სურს
შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი მხარს უჭერს ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საერთაშორისო დისკუსიების (ISD) შეხვედრების შვეიცარიიდან სხვა, „ნამდვილად ნეიტრალურ ადგილას“ გადატანას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„იმის გათვალისწინებით, რომ შვეიცარიამ დაკარგა დეკლარირებული ნეიტრალური სტატუსი ევროკავშირის უკანონო ანტირუსულ სანქციებთან შეერთების გამო, მოსკოვი, სოხუმისა და ცხინვალის მხარდაჭერით, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ISD შეხვედრების ჟენევიდან სხვა, ჭეშმარიტად ნეიტრალურ, ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილას გადატანა“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი 2026 წლის მარტში გაიმართება.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღეისათვის ეს საქართველოს და რუსეთს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. 2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.