https://sputnik-georgia.com/20251113/ra-etapzea-tbilisis-semovliti-gzis-msenebloba-295770058.html
რა ეტაპზეა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა
რა ეტაპზეა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა
Sputnik საქართველო
საზედამხედველო მომსახურება ორივე ლოტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ზედამხედველობის მომსახურების ვადა 40 თვე იქნება. 13.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-13T19:31+0400
2025-11-13T19:31+0400
2025-11-13T19:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23234/02/232340269_0:57:1500:901_1920x0_80_0_0_3a4357bba683088c4c19d921e5cd453c.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თბილისის შემოვლითი გზის მეორე (წიწამური - ავჭალის მონაკვეთი) და მესამე (ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი) ლოტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. წიწამური-ავჭალის მონაკვეთის სიგრძე 6,5 კილომეტრია და მოიცავს 4-ზოლიან გზას, 3,5 კმ სიგრძის გვირაბს, ხიდებს, კვანძებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს. ამ მონაკვეთზე საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 11,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი იწყება ავჭალაში (არსებული ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ) სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ "თბილისის შემოვლითი ძველი რკინიგზის დაუმთავრებელი მშენებლობის" ხაზის გასწვრივ და მთავრდება დიდი ლილოს შესასვლელისა და დაუმთავრებელი სარკინიგზო შემოვლითი ხაზის გადაკვეთაზე - ლილოს ბაზრობამდე. გზა ოთხზოლიანი იქნება და მისი სიგრძე 22.5 კმ-ია. ამ მონაკვეთზე აშენდება 4 კვანძი, 16 ხიდი და 4 პარალელური გვირაბი. ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთზე საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 15 586 956 აშშ დოლარს შეადგენს. უწყებაში აღნიშნავენ , რომ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვების პროცედურების შესაბამისად. დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა 2025 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საზედამხედველო მომსახურება ორივე ლოტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ზედამხედველობის მომსახურების ვადა 40 თვე იქნება. 2026 წლიდან საქართველოს მთავრობა გზის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვის დაწყებასაც გეგმავს. მაგისტრალის ყველა ლოტის მშენებლობა გზშ დოკუმენტაციის თანახმად, დაახლოებით 520 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა საბოლოო ღირებულება ტენდერის შედეგად შეიძლება შეიცვალოს. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოცხადდება უშუალოდ სამშენებლო ტენდერი. თბილისის შემოვლით მაგისტრალში ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22,5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა გზშ დოკუმენტაციის თანახმად 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3,6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3,8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება. რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 6,5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3,4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული. შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10,4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს. მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11,6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10,7 კილომეტრს შეადგენ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23234/02/232340269_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_62d40f821f20d630e81f89db7e143942.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
რა ეტაპზეა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა
საზედამხედველო მომსახურება ორივე ლოტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ზედამხედველობის მომსახურების ვადა 40 თვე იქნება.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თბილისის შემოვლითი გზის მეორე (წიწამური - ავჭალის მონაკვეთი) და მესამე (ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი) ლოტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
წიწამური-ავჭალის მონაკვეთის სიგრძე 6,5 კილომეტრია და მოიცავს 4-ზოლიან გზას, 3,5 კმ სიგრძის გვირაბს, ხიდებს, კვანძებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს. ამ მონაკვეთზე საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 11,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი იწყება ავჭალაში (არსებული ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ) სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ "თბილისის შემოვლითი ძველი რკინიგზის დაუმთავრებელი მშენებლობის" ხაზის გასწვრივ და მთავრდება დიდი ლილოს შესასვლელისა და დაუმთავრებელი სარკინიგზო შემოვლითი ხაზის გადაკვეთაზე - ლილოს ბაზრობამდე.
გზა ოთხზოლიანი იქნება და მისი სიგრძე 22.5 კმ-ია. ამ მონაკვეთზე აშენდება 4 კვანძი, 16 ხიდი და 4 პარალელური გვირაბი. ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთზე საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 15 586 956 აშშ დოლარს შეადგენს.
უწყებაში აღნიშნავენ , რომ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.
დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა 2025 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
საზედამხედველო მომსახურება ორივე ლოტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ზედამხედველობის მომსახურების ვადა 40 თვე იქნება.
2026 წლიდან საქართველოს მთავრობა გზის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვის დაწყებასაც გეგმავს. მაგისტრალის ყველა ლოტის მშენებლობა გზშ დოკუმენტაციის თანახმად, დაახლოებით 520 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა საბოლოო ღირებულება ტენდერის შედეგად შეიძლება შეიცვალოს. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოცხადდება უშუალოდ სამშენებლო ტენდერი.
თბილისის შემოვლით მაგისტრალში ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22,5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა გზშ დოკუმენტაციის თანახმად 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3,6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3,8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.
რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 6,5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3,4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10,4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.
მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11,6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10,7 კილომეტრს შეადგენ