https://sputnik-georgia.com/20251113/bazrobebze-salaro-aparatis-danergva-20228-wlamde-gadaideba-295764120.html
ბაზრობებზე სალარო აპარატის დანერგვა 2028 წლამდე გადაიდება
ბაზრობებზე სალარო აპარატის დანერგვა 2028 წლამდე გადაიდება
Sputnik საქართველო
ბაზრობებზე მოვაჭრეთათვის სალარო აპარატის ვალდებულების დანერგვა 2026 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა. 13.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-13T10:55+0400
2025-11-13T10:55+0400
2025-11-13T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265582679_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_5f5369e5219d0bd2dc66a571c59c247c.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება - პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ამ და სხვა საგადასახადო შეღავათების გაგრძელების შესახებ ცვლილებებს განიხილავს.ბაზრობებზე მოვაჭრეთათვის სალარო აპარატის ვალდებულების დანერგვა 2026 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა. მოვაჭრეები ამ ცვლილებას აპროტესტებდნენ.ცვლილებების თანახმად, ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან 2028 წლამდე, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.გარდა ამისა, თამბაქოს ნედლი იმპორტის, საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის, ასევე სოფლის მეურნეობისთვის მოქმედი საგადასახადო შეღავათები 2028 წლამდე ძალაში დარჩება.შესწორებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265582679_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_52b7c656039fc8fe7f45de13487365c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
ბაზრობებზე სალარო აპარატის დანერგვა 2028 წლამდე გადაიდება
ბაზრობებზე მოვაჭრეთათვის სალარო აპარატის ვალდებულების დანერგვა 2026 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება - პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ამ და სხვა საგადასახადო შეღავათების გაგრძელების შესახებ ცვლილებებს განიხილავს.
ბაზრობებზე მოვაჭრეთათვის სალარო აპარატის ვალდებულების დანერგვა 2026 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა. მოვაჭრეები ამ ცვლილებას აპროტესტებდნენ.
ცვლილებების თანახმად, ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან 2028 წლამდე, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გარდა ამისა, თამბაქოს ნედლი იმპორტის, საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის, ასევე სოფლის მეურნეობისთვის მოქმედი საგადასახადო შეღავათები 2028 წლამდე ძალაში დარჩება.
შესწორებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.