https://sputnik-georgia.com/20251112/veluri-bunebis-saagento-chalis-muxis-gamravlebaze-mushaobs-295756832.html
ველური ბუნების სააგენტო ჭალის მუხის გამრავლებაზე მუშაობს
ველური ბუნების სააგენტო ჭალის მუხის გამრავლებაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
დღეის მდგომარეობით, ჭალის მუხა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოწყვლადი (VU - Vulnerable) კატეგორიით. 12.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-12T19:33+0400
2025-11-12T19:33+0400
2025-11-12T19:33+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/04/244750425_0:152:3100:1896_1920x0_80_0_0_cb725adc2cce3bc0a3069be7f3e1ac75.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის" სახეობა ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას აღკვეთილში ჭალის მუხის 20 ათასამდე ერთეული სათესლე მასალა მოიპოვეს. წითელი ნუსხის სახეობა ჭალის მუხა - Quercus pedunculiflora ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეების: მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა რკოს გრძელი ყუნწით გამოირჩევა, რის გამოც მას „გრძელყუნწიან მუხასაც“ უწოდებენ. დღეის მდგომარეობით, ჭალის მუხა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოწყვლადი (VU - Vulnerable) კატეგორიით. საქართველოს „წითელ ნუსხაში" ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა და ცხოველთა 200-მდე სახეობაა შეტანილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/04/244750425_185:0:2916:2048_1920x0_80_0_0_7eb57beced9d2f7592dc09fad221bca9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ველური ბუნების სააგენტო ჭალის მუხის გამრავლებაზე მუშაობს
დღეის მდგომარეობით, ჭალის მუხა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოწყვლადი (VU - Vulnerable) კატეგორიით.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის" სახეობა ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას აღკვეთილში ჭალის მუხის 20 ათასამდე ერთეული სათესლე მასალა მოიპოვეს.
„მოპოვებული მასალა დაითესა სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სადაც შექმნილია ოპტიმალური პირობები სახეობის ზრდა-განვითარებისთვის. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია ნერგების გადარგვა ბუნებრივ ჰაბიტატებში, ტერიტორიებზე, სადაც ჭალის მუხა ისტორიულად იყო გავრცელებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წითელი ნუსხის სახეობა ჭალის მუხა - Quercus pedunculiflora ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეების: მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა რკოს გრძელი ყუნწით გამოირჩევა, რის გამოც მას „გრძელყუნწიან მუხასაც“ უწოდებენ.
დღეის მდგომარეობით, ჭალის მუხა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოწყვლადი (VU - Vulnerable) კატეგორიით.
საქართველოს „წითელ ნუსხაში" ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა და ცხოველთა 200-მდე სახეობაა შეტანილი.