https://sputnik-georgia.com/20251112/saaxalwlo-ganatebebis-montajis-gamo-mozraoba-izgudeba-295759215.html
თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
Sputnik საქართველო
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. 12.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-12T20:29+0400
2025-11-12T20:29+0400
2025-11-12T21:31+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290857372_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_b3e63abf42cc915a04a0337a2db42514.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 13 ნოემბერს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება მოძრაობა. მერიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე. რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით ავტომობილები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. თბილისის ხელისუფლება „ახალი წლის ქალაქის“ მოწყობაზე, ილუმინაციაებსა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტზე 8,3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.წელს „საახალწლო ქალაქი“ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება - ცენტრალური ნაძვისხე 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290857372_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_5a6403d87e31b84655489bcafbe9d84c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის ცენტრში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
20:29 12.11.2025 (განახლებულია: 21:31 12.11.2025) საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 13 ნოემბერს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება მოძრაობა.
მერიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით ავტომობილები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
თბილისის ხელისუფლება „ახალი წლის ქალაქის“ მოწყობაზე, ილუმინაციაებსა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტზე 8,3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
წელს „საახალწლო ქალაქი“ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება - ცენტრალური ნაძვისხე 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.