https://sputnik-georgia.com/20251112/ramdeni-obieqti-ashenda-saqartveloshi-295749746.html
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
გასულ წელს აშენებული ობიექტების დიდი ნაწილი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე. 12.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-12T12:29+0400
2025-11-12T12:29+0400
2025-11-12T12:29+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808272_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_3f8787e72293fb7474e4a8fb873bd6ff.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 2,5 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 2.452 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 5,6%-ით შემცირდა, საერთო ფართობი კი 6,7%-ით გაიზარდა.მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ორი მესამედი მოდის თბილისზე, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე.2025 წლის ცხრა თვეში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 8,5 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 8,6 ათასი ნებართვა გასცეს.2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 2%-ით, სავარაუდო მშენებლობების ფართობი კი 1%-ით შემცირდა.გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 70% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და აჭარა.კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808272_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_31f499ea9b04e88088a00e2bd20247e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
გასულ წელს აშენებული ობიექტების დიდი ნაწილი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 2,5 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 2.452 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 5,6%-ით შემცირდა, საერთო ფართობი კი 6,7%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ორი მესამედი მოდის თბილისზე, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე.
2025 წლის ცხრა თვეში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 8,5 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 8,6 ათასი ნებართვა გასცეს.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 2%-ით, სავარაუდო მშენებლობების ფართობი კი 1%-ით შემცირდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 70% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და აჭარა.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.