https://sputnik-georgia.com/20251112/metexis-xidze-mozraoba-sheizgudeba-295758979.html
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს. 12.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-12T20:00+0400
2025-11-12T20:00+0400
2025-11-12T20:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0a/249676066_0:218:3178:2006_1920x0_80_0_0_530318427e4c14499d8e00700340d0e4.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს. უწყების ცნობით, 10:00-დან 20:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება. გადაადგილება ასევე შეიზღუდება ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მერიის ცნობით, ამ პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე და შემდეგ, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩით საშუალებით იმოძრავებს. ქართველი ერი თითქმის 800 წლის განმავლობაში ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0a/249676066_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_74b3282d09bf0e9d644cd2c1b0a7ce3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს.
უწყების ცნობით, 10:00-დან 20:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება. გადაადგილება ასევე შეიზღუდება ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.
შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
მერიის ცნობით, ამ პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე და შემდეგ, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩით საშუალებით იმოძრავებს.
ქართველი ერი თითქმის 800 წლის განმავლობაში ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.
წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.