https://sputnik-georgia.com/20251112/lamin-iamali-tbilisshi-matchs-gamotovebs-295761861.html
ესპანეთის ნაკრები თბილისში მატჩზე მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩამოვა
ესპანეთის ნაკრები თბილისში მატჩზე მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩამოვა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი გასვლით მატჩს ბულგარეთში გამართავს - ამ მატჩებით ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო... 12.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-12T21:29+0400
2025-11-12T21:29+0400
2025-11-12T21:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295751850_0:564:1638:1485_1920x0_80_0_0_8d44a50c9f361b9f89898fb5a509e0dd.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლამინე იამალი საქართველოსთან მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი გასვლით მატჩს ბულგარეთში გამართავს - ამ მატჩებით ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაასრულებს.იამალი გუნდის საწვრთნელ შეკრებას დაესწრო, თუმცა იმავე დღეს, 10 ნოემბერს, „ბარსელონას" ექიმებმა გუნდს გაუგზავნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც იამალს საზარდულის ტრავმის გამო მოუწევს 7-10 დღით დაისვენოს.იამალის ნაცვლად მწვრთნელმა გუნდის შემადგენლობაში ხორხე დე ფრუტოსა შეიყვანა.რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდსაც აქვთ გარკვეული დანაკარგი - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში ესპანეთთან და ბულგარეთთან დაგეგმილ მატჩებში ესპანეთის „ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და „კრაკოვის“ მცველი ოთარ კაკაბაძე ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან.ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად სანიოლმა ნაკრებში ლიმასოლის „არისის“ ფორვარდი გიორგი ქვილითაია და უკრაინული „ჩერკასის“ ფეხბურთელი შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა.საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.ოთხ მატჩში ოთხი მოგებით ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია. თურქეთი სამი მოგებით მეორე ადგილზეა, საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, ბოლო ადგილზე კი ბულგარეთია – ოთხი მარცხი.ოქტომბრის შეხვედრებში საქართველო სტუმრად ესპანეთთან ანგარიშით 0:2, თურქეთთან კი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295751850_0:410:1638:1639_1920x0_80_0_0_b1466813b49a8af79134174e02fbc7e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ესპანეთის ნაკრები თბილისში მატჩზე მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩამოვა
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი გასვლით მატჩს ბულგარეთში გამართავს - ამ მატჩებით ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაასრულებს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლამინე იამალი საქართველოსთან მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი გასვლით მატჩს ბულგარეთში გამართავს - ამ მატჩებით ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაასრულებს.
იამალი გუნდის საწვრთნელ შეკრებას დაესწრო, თუმცა იმავე დღეს, 10 ნოემბერს, „ბარსელონას" ექიმებმა გუნდს გაუგზავნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც იამალს საზარდულის ტრავმის გამო მოუწევს 7-10 დღით დაისვენოს.
იამალის ნაცვლად მწვრთნელმა გუნდის შემადგენლობაში ხორხე დე ფრუტოსა შეიყვანა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდსაც აქვთ გარკვეული დანაკარგი - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში ესპანეთთან და ბულგარეთთან დაგეგმილ მატჩებში ესპანეთის „ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და „კრაკოვის“ მცველი ოთარ კაკაბაძე ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან.
ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად სანიოლმა ნაკრებში ლიმასოლის „არისის“ ფორვარდი გიორგი ქვილითაია და უკრაინული „ჩერკასის“ ფეხბურთელი შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.
ოთხ მატჩში ოთხი მოგებით ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია. თურქეთი სამი მოგებით მეორე ადგილზეა, საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, ბოლო ადგილზე კი ბულგარეთია – ოთხი მარცხი.
ოქტომბრის შეხვედრებში საქართველო სტუმრად ესპანეთთან ანგარიშით 0:2, თურქეთთან კი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.