დასავლეთ საქართველოში ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება

© Roads Department of Georgiaსაავტომობილო გზა
საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. 12 ნოემბერს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამტრედია(დაფნარი)-სუფსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 45-54 კილომეტრ მონაკვეთზე (ხაჯალიას კვანძი-სუფსის კვანძი) დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების მიმდინარე სამუშაოების გამო, 12 ნოემბრის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში აღნიშნული საავტომობილო გზის 0-54 კილომეტრ (სამტრედია(დაფნარი)-სოფ. სუფსა) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარდა ამისა, 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის და სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 1-47 კილომეტრ მონაკვეთების გამოყენებით, ხოლო გრიგოლეთი-სამტრედიის მიმართულებით იმოძრავებს პირიქით.
13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 45-54 კილომეტრ მონაკვეთზე.
ყველა ახალი ამბავი
0